Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

2009 წლის 3 იანვარს ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა, ფსევდონიმით Satoshi Nakamoto, აამოქმედა Bitcoin-ის მთავარი ქსელი 50 BTC-ის Genesis-ბლოკის მოპოვებით. 

ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე - 2008 წლის 31 ოქტომბერს, გამოიცა პირველი კრიპტოვალუტის White Paper. 

Bitcoin-ის შექმნის მოტივები და სატოში ნაკამოტოს პიროვნება კვლავ საიდუმლოდ რჩება, რომელთა გარკვევას ცდილობს კრიპტო საზოგადოება და მის ფარგლებს გარეთ მყოფი პირებიც.  

პირველი კრიპტოვალუტის გენეზისის ბლოკის ჰში შეიცავდა ბრიტანული გამოცემა The Times-ის სტატიის სათაურ "კანცლერი ბანკისთვის მეორე დახმარების ზღვარზე" (Chancellor on brink of second bailout for banks). 

image.jpeg 

არ არის გამორიცხული, რომ Bitcoin-ის შექმნის ერთ-ერთი სტიმული იყო გლობალური ფინანსური კრიზისი, რომელიც 2007-2008 წლებში დაიწყო, რასაც თან ახლდა უმსხვილესი საინვესტიციო ბანკების დაშლა, წარმოების მოცულობის შემცირება, ნედლეულზე მოთხოვნისა და ფასების ვარდნა, უმუშევრობის ზრდა და მთავრობის აქტიური ჩარევა ეკონომიკაში. 

პირველი Bitcoin-ტრანზაქცია განხორციელდა 2009 წლის 12 იანვარს - სატოში ნაკამოტომ 10 BTC გაუგზავნა  ფინნი. მანამდე სამი დღით ადრე გამოქვეყნდა Bitcoin-ის პროგრამული უზრუნველყოფა 0.1. 

დღესდღეობით პირველი კრიპტოვალუტის საშუალო კურსი 34 640 აშშ დოლარის დონეზეა, ბაზრის ფლაგმანის კაპიტალიზაცია კი 643 მილიარდ 900 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 

Glassnode-ის ტექნიკურმა დირექტორმა რაფაელ შულცე-კრაფტმა გამოთვალა, რომ ციფრული ოქროს ფასი 365 %-ით გაიზარდა წლის განმავლობაში. 

Bitcoin- მოთხოვნადი გახდა ინსტიტუციონალურ ინვესტორებში. ეს უკანასკნელებ, Bitcoin Treasuries-ის თანახმად, ფლობენ პირველი კრიპტოვალუტის მთლიანი შეთავაზების 5%-ზე მეტ ( 39.7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივი). 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.