Jump to content

Recommended Posts

Posted

გასული წლის ბოლო დღემ კომპანია SpaceX-ს მოუტანა 150 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს თანამგზავრების გაშვებას აშშ-ის კოსმოსური განვითარების სააგენტოსთვის. სააგენტო შეიქმნა 2019 წელს კოსმოსური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და ტექნოლოგიური და სამხედრო უპირატესობის უზრუნველსაყოფად. კონტრაქტის ფარგლებში SpaceX 2021 წლის ბოლომდე ორბიტაზე 28 თანამგზავს გაიყვანს. ესენი იქნება პირველი კოსმოსური აპარატები აშშ-ის მონიტორინგისა და კონტროლის ამოცანებისთვის განკუთვნილ მომავალ პლანეტარულ სამხედრო სატელიტურ ქსელში. 

image.jpeg 

კონტრაქტის თანახმად, SpaceX ორ წრიულ ცირკულარულ ორბიტაზე 950 კმ სიმაღლეზე გაუშვებს თანამგზავრების ორ ჯგუფს, თითოეულ მათგანში თოთხმეტ ერთეულს. 28 სატელიტიდან 20 მიეკუთვნება ორბიტაზე .. სატრანსპორტო ფენის ფორმირების საკითხს, დანარჩენი რვა განკუთვნილი იქნება რაკეტების გაშვების შესახებ გაფრთხილებისთვის, კერძოდ, ჰიპერსონიკურ რაკეტებზე თვალყურის სადევნებლად. სატრანსპორტო ფენის თანამგზავრებმა უნდა უზრუნველყონ მონაცემთა გადაცემა ოპტიკური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, ასევე კავშირი საკონტროლო კვანძებთან. 

კოსმოსური განვითარების სააგენტოს გეგმების თანახმად 2024 წლისთვის სატრანსპორტო ფენაზე ასამდე თანამგზავრი უნდა განთავსდეს. პირველ ერთეულებს, როგორც უკვე ვიცით, SpaceX- გაიყვანს ორბიტაზე. 2020 წელს SpaceX-მა 25 წარმატებული გაშვება მოახდინა და მიენიჭა კონტრაქტი, რომელიც ავაზობს საუკეთესო პირობებს ტენდერის ღირებულებისა და სხვა კრიტიკულ პარამეტრებთან მიმართებაში. SpaceX-მა ასევე მოიგო სააგენტოს ტენდერი სატრანსპორტო ფენის ოთხი სატელიტის წარმოებაზე, მაგრამ კონკურენტების პროტესტის გამო საქმიანობა დროებით შეჩერდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.