Jump to content

Recommended Posts

Posted

ჯერ კიდევ სექტემბერში მაღაზია Truly Exquisite-მა დაიწყო მოოქროვილი PlayStation 5 გეიმინგ კონსოლზე შეკვეთების მიღება 10 855 აშშ დოლარად. მჟამად ბრენდი Caviar კიდევ უფრო შორს წავიდა და წარადგინა ამ კონსოლის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ვერსია, რომელიც მოთავსებულია სუფთა ოქროს კორპუსში. 

image.jpeg 

„ყველაზე სწრაფი, მძლავრი და თანამედროვე კონსოლი Sony PlayStation 5 მოწოდებულია, რომ გახდეს ყველაზე კარგად გაყიდვადი გეიმინგ კონსოლი. Caviar-ის იუველირებმა გვერდი ვერ აუარეს ამგვარ პოპულარობას და შექმნეს ძვირფასი, დასამზადებლად მეტად რთული, ოქროს ვერსია“ - აცხადებს Caviar.  

image.jpeg 

ექსკლუზიური მოწყობილობის კორპუსი, სახელწოდებით Golden Rock, დამზადებულია ორიგინალური საიუველირო ტექნიკის გამოყენებით, რომლის წყალობითაც გარე კონტური კრისტალურ კლდეს წააგავს. წარმოებისთვის საჭიროა დაახლოებით 20 კილოგრამი 750-კარატიანი ოქრო. მოცემულია სუფთა ოქროსგან დამზადებულია საფირმო წარწერა Caviar.  

image.jpeg 

Golden Rock კონსოლს ორი კონტროლერი აქვს, რომლებიც, რა თქმა უნდა, ასევე Caviar-ის სპეციალისტებმა შექმნეს. მანიპულატორები წარმოდგენილია ნიანგის ტყავითა და ოქროს ჩანართებით. 

image.jpeg 

" Caviar Sony PlayStation 5 Golden Rock - ეს არის დიზაინის განსაკუთრებული განზომილება, რაციონალურობისა და სიკაშკაშის ნაზავი, სუფთა, სწორი ხაზები და განზრახული ფუფუნება", - შეაჯამეს შემქმნელებმა. 

უნიკალური კონსოლის ფასი არ გახმაურებულა. თუმცა, როგორც ინტერნეტ წყაროებმა აღნიშნეს, ოქროს ღირებულების გათვალისწინებით ის მნიშვნელოვნად გადააჭარბებს მილიონ ევროს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.