Jump to content

Recommended Posts

Posted

SpaceX აპირებს მნიშვნელოვნად დააჩქაროს მრავალჯერადი გამოყენების სუპერმძიმე რაკეტის შემუშავების პროგრამა ახალ წელს. კერძოდ, SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა ილონ მასკმა აღნიშნა, რომ კომპანია შეეცდება გამოიყენოს კუთვნილი ორივე სასტარტო პლატფორმა, რამდენიმე თვეში კი დაიწყოს Super Heavy ამაქარებლის ტესტირება. 

image.jpeg 

თითოეულ პლატფორმაზე კომპანია განათავსებს გამშვები რაკეტის თითო პროტოტიპს. შეგახსენებთ: ცოტა ხნის წინ SpaceX-მა უკვე განათავსა ახალი პროტოტიპი Starship SN9 (სერიის მეცხრე მოდელი) პლატფორმა B-ზე ტეხასში არსებულ კოსმოდრომზე. 

image.jpeg 

SN9 იქნება მორიგი რაკეტა, რომელიც გაივლის აქტიურ ტესტირებას მას შემდეგ, რაც კომპანიამ შეასრულა წინა SN8 პროტოტიპის აფრენა დაახლოებით 12 კმ სიმაღლეზე, შემდეგ კი განხორციელდა კონტროლირებადი ვარდნა და ვერტიკალურ მდგომარეობაში მოქცევა რეაქტიულ დაშვებამდე - ეს არის გადამწყვეტი მანევრი, რომელიც გამოყენებული იქნება რაკეტის სერიულ ვერსიაში. SN8 ჩამოვარდა: ავტომატიკა ვერ გაუმკლავდა ვარდნისას აკრეფილ სიჩქარეს, თუმცა SpaceX-მა მაინც მიაღწია საკვანძო მიზნებს ამ ტესტში და "გადააჭარბა კიდეც გეგმებს". 

image.jpeg 

ახლა SN9 გაივლის სახმელეთო გამოცდებს, შემდეგ კი საფრენ ტესტირებებს. შედეგად სამუშაო გუნდი მიიღებს კიდევ უფრო ფასეულ მონაცემებს სამომავლო ტესტირებებისთვის, რათა საბოლოო ჯამში ხდეს ორიტაზე გასვლა Starship-რაკეტის პროტოტიპის მეშვეობით. მასკის განცხადება, რომ ორი პროტოტიპი დამონტაჟდება Boca-Chica-ს კოსმოდრომის A და B პლატფორმებზე, შეიძლება მიანიშნებდეს იმას, რომ საცდელი ფრენების ტემპი დაჩქარდება, რათა შეესაბამებოდეს კომპანის სურვილს - რაც შეიძლება მალე შეიქმნას რაკეტა მთვარის ათვისებისა და მარსისკენ ფრენებისთვის. 

image.jpeg 

Super Heavy - ეს არის ამაჩქარებელი (პირველი დონე), რომელსაც SpaceX გამოიყენებს Starship-ის ორბიტალური ფრენებისთვის და, საბოლოო ჯამში, შორეულ კოსმოსში გადაადგილებისთვის, რაშიც მარსიც მოიაზრება.  Super Heavy სიმაღლეშ იქნება დაახლოებით 70 მეტრი (თავად რაკეტა - კიდევ 50 მეტრი) და მასში მოცემული იქნება 28 ძრავი Raptor, რათა უზრუნველყოფილ იქნას საჭირო ტვირთის აწევა, დედამიწის მიზიდულობის დაძლევა და Starship-ის გაყვანა ორბიტაზე. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.