Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Ledger-ის გენერალურმა დირექტორმა პასკალ გოტიემ (Pascal Gauthier) განაცხადა, რომ კომპანია არ აანაზღაურებს იმ მომხმარებლების ზარალს, რომელთა პირადი მონაცემები, მათ შორის სახლის მისამართი, საჯარო ქსელში მოხვდა. 

ფორუმ RaidForums-ზე გამოჩნდა Ledger-ის აპარატული საფულის 270 ათასზე მეტი მომხმარებლის მონაცემები, მათ შორის მათი სახელები და ფიზიკური მისამართები. ამის შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ არ აპირებს მომხმარებლებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. გოტიემ განაცხადა: 

”როდესაც მცირე ზომის კომპანიაში ხდება ამ მასშტაბის მონაცემთა დარღვევა, შეუძლებელია დანაკარგების ანაზღაურება და მილიონობით მოწყობილობის ჩანაცვლება. ეს უბრალოდ კლავს კომპანიას. ჩვენ გვირჩევნია მომავლისკენ გავიხედოთ. Ledger ახლა დიდ დროსა და ფულს დებს უსაფრთხოების მომდევნო დონისა და სხვა პროდუქტების შესაქმნელად, რომლებიც უკეთესად დაიცავს ჩვენს მომხმარებლებს. ” 

მონაცემთა ბაზის გამოქვეყნების შემდეგ მომხმარებლებმა თაღლითებისგან წერილები მიიღეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ იცოდნენ დაზარალებულის სახელი და მისამართი. თავდამსხმელები იმუქრებოდნენ, რომ მომხმარებლებთან სახლში მივიდოდნენ კრიპტოვალუტების მოსაპარად, თუ ისინი გამოსასყიდს არ გადაიხდიდნენ. 

„ეს უბრალოდ ონლაინ-თაღლითობაა. ფატობრივად ვინმეს სახლში მისვლა მეტად ძვირი „სიამოვნებაა“. მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლებელია, ამგვარი მოვლენის ალბათობა არ არის მაღალი. მონაცემთა ბაზა ქსელში ივლისის შემდეგაა განთავსებული და არავის უცნობებია მსგავსი სახის შეტევის შესახებ“ - აღნიშნა გოტიემ. 

იგი ამტკიცებს, რომ თაღლიები შეეცდებიან რაც შეიძება ნაკლები ფული დახარჯონ და ამგვარი ფიშინგური წერილები მათ საშუალებას აძლევს ადვილად შეუტიონ ბევრ მომხმარებელს ინტერნეტით, მათთან პირისპირ შეხვედრის გარეშე. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, მომხმარებლებმა არ უნდა შეინახონ საფულის გასაღებები სახლებში, განსაკუთრებით იმ შემხვევაში, როდესაც საქმე დიდი ოდენობით კრიპტოვალუტას ეხება. 

„მილიონ დოლარ ნად ფულს სახლში შეინახავდით? თუკი ასეთი ქონება გაგაჩნიათ, სახლში არ უნდა შეინახოთ“ - განაცხადა მან. – „Ledger-ის რეკომენდაციაა მომხმარებლებმა დახურული გასაღებები შეინახონ უსაფრთხო ადგილას, სადაც სხვა არავის ექნება წვდომა“. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.