Magdalena Posted December 24, 2020 Posted December 24, 2020 Ledger-ის გენერალურმა დირექტორმა პასკალ გოტიემ (Pascal Gauthier) განაცხადა, რომ კომპანია არ აანაზღაურებს იმ მომხმარებლების ზარალს, რომელთა პირადი მონაცემები, მათ შორის სახლის მისამართი, საჯარო ქსელში მოხვდა. ფორუმ RaidForums-ზე გამოჩნდა Ledger-ის აპარატული საფულის 270 ათასზე მეტი მომხმარებლის მონაცემები, მათ შორის მათი სახელები და ფიზიკური მისამართები. ამის შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ არ აპირებს მომხმარებლებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. გოტიემ განაცხადა: ”როდესაც მცირე ზომის კომპანიაში ხდება ამ მასშტაბის მონაცემთა დარღვევა, შეუძლებელია დანაკარგების ანაზღაურება და მილიონობით მოწყობილობის ჩანაცვლება. ეს უბრალოდ კლავს კომპანიას. ჩვენ გვირჩევნია მომავლისკენ გავიხედოთ. Ledger ახლა დიდ დროსა და ფულს დებს უსაფრთხოების მომდევნო დონისა და სხვა პროდუქტების შესაქმნელად, რომლებიც უკეთესად დაიცავს ჩვენს მომხმარებლებს. ” მონაცემთა ბაზის გამოქვეყნების შემდეგ მომხმარებლებმა თაღლითებისგან წერილები მიიღეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ იცოდნენ დაზარალებულის სახელი და მისამართი. თავდამსხმელები იმუქრებოდნენ, რომ მომხმარებლებთან სახლში მივიდოდნენ კრიპტოვალუტების მოსაპარად, თუ ისინი გამოსასყიდს არ გადაიხდიდნენ. „ეს უბრალოდ ონლაინ-თაღლითობაა. ფაქტობრივად ვინმეს სახლში მისვლა მეტად ძვირი „სიამოვნებაა“. მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლებელია, ამგვარი მოვლენის ალბათობა არ არის მაღალი. მონაცემთა ბაზა ქსელში ივლისის შემდეგაა განთავსებული და არავის უცნობებია მსგავსი სახის შეტევის შესახებ“ - აღნიშნა გოტიემ. იგი ამტკიცებს, რომ თაღლითები შეეცდებიან რაც შეიძლება ნაკლები ფული დახარჯონ და ამგვარი ფიშინგური წერილები მათ საშუალებას აძლევს ადვილად შეუტიონ ბევრ მომხმარებელს ინტერნეტით, მათთან პირისპირ შეხვედრის გარეშე. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, მომხმარებლებმა არ უნდა შეინახონ საფულის გასაღებები სახლებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე დიდი ოდენობით კრიპტოვალუტას ეხება. „მილიონ დოლარ ნაღდ ფულს სახლში შეინახავდით? თუკი ასეთი ქონება გაგაჩნიათ, სახლში არ უნდა შეინახოთ“ - განაცხადა მან. – „Ledger-ის რეკომენდაციაა მომხმარებლებმა დახურული გასაღებები შეინახონ უსაფრთხო ადგილას, სადაც სხვა არავის ექნება წვდომა“. http://bit.ly/2Jad1rl Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.