Jump to content

Recommended Posts

Posted

ფაქტობრივად ათ წუთში გაყიდული ელექტრო პიკაპი Hummer EV Edition 1 კონვეირზე უნდა განთავსდეს მომდევნო წლის შემოდგომაზე და პირველი თორმეტი თვის განმავლობაში GM იმუშავებს წინასწარი შეკვეთების მომსახურებაზე. დილერებთან კონტაქტისას ამერიკულმა კორპორაციამ განმარტა, რამდენი განაცხადი იქნა მიღებული ამ ელექტრომობილების მიწოდებაზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Electrek 

Detroit Free Press-ის მონაცემებით, ილერებთან შეხვედრაზე, GM მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ Hummer EV-ის ყველაზე დაბალფასიან მოდელზე - Edition 1-ზე, რომლის ფასია 112 595 აშშ დოლარი, ათი ათასზე მეტი შეკვეთა იქნა მიღებული. სამომავლოდ ბაზარზე გამოვა პიკაპის უფრო ხელმისაწვდომი ვერსიები ნაკლებად მძლავრი ძრავით, რომლის სადებიუტო ვარიანტი იქნება 1000 ცხენის ძალის შესაბამისი, გავლის მარაგი კი ქნება 563 კმ. Hummer EV Edition 1-ზე არსებული მოხოვნის დაკმაყოფილებისთვის კომპანიას მთელი წელი მუშობა მოუწევს, მან აღნიშნა, რომ ფიქრობს წარმოების მოცულობის გაზრდაზე. 

ღსანიშნავია, რომ ელექტრო პიკაპ Hummer EV-ის შემდეგ მომდევნო წლის დასაწყისში წარდგენილ იქნება საბარგულიანი „უნივერსალი“ მოდელი, ამის შემდეგ კი GM განიხილავს ბაზარზე პიკაპ Sierra-ს სრულიად ელექტრო ვარიანტი გაიტანოს. ამ ტიპის მანქანებზე მოხოვა აშშ-ში ტრადიციულად მაალია, ხელისუფლების მიერ აებული ტრანსპორტის ეკოლოგიურობის კურსი კი კლასიკური მაკომპლექტებლების მოყვარულებს აიძულებს განიხილონ მანქანების ელექტრო ვერსიები.  

Tesla-ს უანგავი ფოლადისგან დამზადებული პიკაპის მასობრივი წარმოება ტეხასში არსებულ საწარმოში მომდევნო წლის  ბოლოსკენ უნდა დაიწყოს. პირველად ბაზარზე გამოვა ვერსიები ოთხი წამყვანით, ორი და სამი ელექტრო ძრავით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.