Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბრედ გარლინგჰაუსის (Brad Garlinghouse) განცხადებით, აშშ- ფასიანი ქაღალდების კომისია (SEC) ამზადებს სარჩელს კომპანიის წინააღმდეგ. 

ჯერჯერობით უცნობია ამერიკული მარეგულირებლის კონკრეტული პრეტენზიები, მაგრამ გარლინგჰაუსმა თქვა, რომ SEC-ის გადაწყვეტილება გახლავ ნაბიჯი მთელი კრიპტო ეკოსისტემის წინააღმდეგ. სავარაუდოდ, გარლინგჰაუსი და Ripple-ის თანადამფუძნებელი კრის ლარსენი უნდა იყვნენ საქმის მოპასუხეები. გარლინგჰაუსმა Twitter-ზე დაწერა: 

”დღეს SEC-მა გადაწყვიტა კრიპტო ინდუსტრიაზე თავდასხმა. კომისიის თავმჯდომარე ჯეი კლეიტონი თავის ბოლო გადაწყვეტილებაში ცდილობს გამარჯვებულების შერჩევას და კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში ინოვაციების შეზღუდვას. ჩვენ ვიცით, რომ კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი აყვავდება. Ripple გააგრძელებს XRP-ის გამოყენებას, რადგან ეს არის საუკეთესო ციფრული აქტივი გადახდისთვის - სწრაფი, იაფი, მასშტაბირებადი და ენერგოეფექტური. SEC-მა სხვა ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად და აშშ- ხელისუფლების მხარდაჭერით არ უნდა აირჩიოს ინოვაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არჩევანი პირდაპირ ეხმარება ჩინეთს. ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ სასამართლოში და მზად ვართ გავიმარჯვოთ, ბრძოლა ახლახანს დაიწყო! " 

The Wall Street Journal-ის ინფორმაციის თანახმად სასამართლოში განიხილება აღიარებულ უნდა იქნეს თუ არა XRP ფასიან ქაღალდად და დარეგისტრირდეს თუ არა SEC-ში. მაისში, Bitcoin Manipulation Abatement-მა საჩივარი შეიტანა Ripple-ის წინააღმდეგ, დაადანაშაულა კომპანია ინვესტორების მოტყუებასა და XRP-ი, როგორც არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების,  გაყიდვაში. 

კვლავ გრძელდება კამათი იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს XRP ფასიან ქაღალდად. BTC-ისა და ETH-ისგან განსხვავებით, რომელთა მოპოვება ეტაპობრივად ხდება, 2012 წელს Ripple-მ გამოუშვა 100 მილიარდი XRP და კვლავ რჩება უმრავლესობის მფლობელობაში. ეს მართლაც ჰგავს აქციების გამომშვები კომპანიის ქმედებას. 

ანალიტიკოსი პიტერ ბრანდტი მიიჩნევს, რომ XRP უნდა იყოს აღიარებული, როგორც ფასიანი ქაღალდი. ამასთან, სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის (CFTC) ყოფილმა თავმჯდომარემ კრისტოფერ ჯანკარლომ და კონგრესმენმა ტომ ემერმა განაცხადეს, რომ მათი აზრით, XRP არ წარმოადგენს ფასიან ქაღალდს. 

შეგახსენებთ, ადრე Ripple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ამერიკული მარეგულირებლის მხრიდან ზეწოლის გამო კომპანია შესაძლოა აშშ-დან დიდ ბრიტანეთში გადავიდეს.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.