Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Nissan-ის დიზაინის განყოფილებამ წარადგინა ფუტურისტული სრული ზომის პერსონალური სატრანსპორტო საშუალების მოდელი GTR-X, რომლის შექმნა 2050 წლისთვისაა დაგეგმილი.  კონცეფციის ავტორია ნიჭიერი დიზაინერი ჯებომ ჩოი, რომელმაც სტაჟირება გაიარა Nissan Design America-ში 

GTR-X მალე ვერ აიწყობა, თუმცა ეს გახლავთ შესანიშნავი გამოხატულეა, თუ როგორ ხედავენ მომავალს ახალგაზრდა სპეციალისტეი და რა ტექნოლოგიების განვითარებაა საჭირო იდეების რეალიზებისთვის. დიზაინერის ჩანაფიქრის თანახმად თავად მანქანა წარმოადგენს ეგზოჩონჩხს, რომელიც განკუთვნილი იქნება ადამიანის გადაყვანისთვის საყოველთა გამოყენების გზებზე. ეს არ იქნება ავტომობილი ან სატრანსპორტო პლატფორმა, არამედ რააც სკაფანდრის მსგავსი, რომლის კონსტრუქცია ჰორიზონტალურია და ექნება საბურავები. საბურავები სფეროსებრია და შეუძლიათ ბრუნვა ყველა მიმართულებით, 360 გრადუსით. 

image.jpeg 

GTR-X-ის პილოტი ეგზოჩონჩხში განავსებული იქნება სახით წინ, რაც საშუალებას იძლევა მანქანა იყოს მეტად დაბალი, შემცირდეს წინაღობა და უზრუნველყოფილ იქნას ძალიან სწრაფი აჩქარება. კონსტრუქციაში მოცემული არ იქნება საქარე მინა და ფანჯრები - ყველა სახის ინფორმაცია მოდის კამერებისა და სენსორებისგან და მიწოდება პილოტის ვირტუალური რეალობის ჰედსეტს. არ იქნება მოცემული მართვის ელემენტები, მართვა განხორციელდება მენტალურად, ტვინის პირდაპირი ბრძანებებით. შედეგად გაუმჯობესდება საგზაო ვითარებებში რეაქციის სიჩქარე, პილოტი და ეგზოჩონჩხი ერთ მთლიანობად იქცევიან. 

მანქანის ძრავი წარმოდგენილია პლაზმური ბირთვის სახით და აქვს უსასრულო მუშაობის პოტენციალი. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდება მისი კონტროლი ან როგორ უნდა იქნას დაცული პილოტი მაღალი ტემპერატურისგან კორპუსში, რომლის სიგრძე მხოლოდ 3 მეტრია. თუმცა, სწორედ ეს გახლავთ კონცეპტის არსი - გამოტოვებულ იქნას მსგავსი დეტალები და ინჟინრები და კონსტრუქტორები წახალისდნენ პროგრესის მიღწევისთვის. 

image.jpeg 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.