Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია SpaceX ილონ მასკის ხელმძღვანელობით მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, რაც კომპანიას საშუალებას მიცემს კაპიტალიზაცია ორჯერ გაზარდოს, ასევე განიხილება მარსის კოლონიზება 20 წლის განმავლობაში. 

image.jpeg 

სულ ახლახანს SpaceX-ის კაპიტალიზაცია 36.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ამჟამად კომპანიის ღირებულება 46 მილიარდია. კომპანიის მენეჯმენტი არ აპირებს ამაზე გაჩერებას: SpaceX მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტორებთან, რათა კიდევ ერთხელ მიიღოს ინვესტიციის რაუნდი“, რითაც გაორმაგდება მისი კაპიტალიზაცია. 

ჯერჯერობით მოლაპარაკებებმა დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს: ინვესტორები არ არიან დარწმუნებულნი, რომ კომპანია ნამდვილად შეძლებს მიზნის მიღწევას. აგვისტოში მათთან ბოლო გარიგებამ კომპანიას კიდევ 1.9 მილიარდი აშშ დოლარი მოუტანა. 

SpaceX აგრძელებს ფულის გამომუშავებას კოსმოსური მისიებიდან და მუშაობს რაკეტა Starship Mars-ზე, რომლის გაშვების ღირებულება ილონ მასკის თქმით არ აღემატება 2 მილიონ აშშ დოლარს, თუმცა იმის გამო, რომ დედამიწა და მარსი მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ არიან განლაგებულნი ხელსაყრელ მდებარეობაზე, კოლონიზაციისთვის საჭირო ყველანაირი აღჭურვილობის ტრანსპორტირება შეიძლება გაგრძელდეს 20 ან მეტი წელი. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.