Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Sapphire-მა წარადგინა ფლაგმანური გრაფიკული ამაქარებელი Radeon RX 6900 XT NITRO+. მანამდე კომპანიამ წარადგინა მოდელები Radeon RX 6800 XT და RX 6800 ამავე შესრულებით. 

image.jpeg 

გაგრილების უზარმაზარი სისტემი გამო Sapphire Radeon RX 6900 XT NITRO+ დაფას სჭირდება გაფართოების სამი სლოტი კომპიუტერის კორპუსში. ვიდეო დაფის სიგრძე 310 მილიმეტრს შეადგენს. 

image.jpeg 

Radeon RX 6900 XT-ის წარმოდგენილ ვერსიას გრაფიკული პროცესორის მცირე ქარხნული აჩქარება გააჩნია.  

image.jpeg 

წყარო: VideoCardz 

ვიდეო დაფის გეიმინგ სიხშირეა 2050 მჰც, Boost-სიხშირე - 2285 მჰც, რაც 1.6%-ით მაღალია AMD-ის ეტალონურ მაჩვენებლებთან შედარებით. დაფას აქვს ორმაგი BIOS-სისტემა უხმაურო და მაღალი წარმადობის მუშაობით. 

image.jpeg 

image.jpeg 

დამატებითი კვებისთვის დაფა აღჭურვილია 8-პინიანი კონექტორით, რაც საკმაოდ საინტერესოა, რადგან ამ დროისთვის წარდგენილი არარეფერენსული  Radeon RX 6900 XT ვარიანტების უმეტესობას სამი ამგვარი კონექტორი გააჩნია. მეორე მხრივ, PCI Express 4.0 ინტერფეისი და ორი 8-პინიანი კონექტორი უზრუნველყოფს 375 ვატის მიწოდებას, რც საკმარისი უნდა იყოს Radeon RX 6900 XT NITRO+ დაფისთვის თანაც მცირე მარაგის არსებობით. მოცემული არიანტის ენერგომოხმარების მაჩვენებლად კომპანია აცხადებს 340 ვატს. კომპანიის რეკომენდაციაა გამოყენებულ იქნას 850 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. 

image.jpeg 

image.jpeg 

ვიდეო დაფაზე ხელმისაწვდომია ინტერფეისების სტანდარტული ნაკრები: სამი DisplayPort 1.4 და ერთი HDMI. ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა კომპანია Radeon RX 6900 XT NITRO+ SE ვერსიის გამოშვებას, როგორც ეს მოხდა Radeon RX 6800 XT და RX 6800 მოდელების შემთხვევაში. NITRO+ SE ვარიანტი გამოირჩევა ქულერების ARGB-განათებითა და ხელმისაწვდომი USB Type-C პორტით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.