Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ფრანგულმა კომპანია Wizama-მ შეიმუშავა სპეციალური კონსოლი SquareOne სამაგიდო თამაშების მოყვარულთათვის. რეალურად, ეს არის მოზრდილი ზომის ციფრული დისპლეი, რომელიც იცვლება იმის მიხედვით, თუ რა თამაშ ჩატვირთავთ მასში. კონსოლს შეუძლია აკონტროლოს და ამოიცნოს ინდივიდუალური ბარათები, კამათლები და კოჭები, რომლებსაც სათამაშოდ იყენებთ. 

SquareOne წარმოადგენს კომპიუტერისა და სამაგიდო თამაშის ჰიბრიდს და აერთიანებს ორივე მათგანის საუკეთესო მახასიათებლებს. ჩვეულებრივ თამაშებთან შედარებით კონსოლი მნიშვნელოვან უპირატესობებს გვთავაზობს - ონლაინ თამაში, დინამიური სწავლება და თამაშის შედეგის შენახვის შესაძლებლობა მოგვიანებით გასაგრძელებლად. 

ერთადერთი ნაკლოვანება ის არის, რომ კონსოლი სულ ახლახანს გამოჩნდა და ჯერჯერობით მცირე რაოდენობის თამაშების მხარდაჭერა გააჩნია. SquareOne-ის ახლანდელ ასორტიმენტში შედის - აეროჰოკეი, გველები და კიბეები, ჩინური შაში და ლუდო. ეს გახლავთ მეტად მარტივი თამაშები, რომელაც არ აქვს ისეთი კლასიკისთვის დამახასიათებელი სიღრმისეულობა, როგორებიცაა Settlers of Catan ან Ticket to Ride. 

image.jpeg 

ეს სიტუაცია ძალიან მალე შეიცვლება. Wizama-მ დადო ხელშეკრულება Ravensburger-თან - სამაგიდო თამაშების გერმანელ გამომცემელთან, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გააფართოოს პროდუქციის ასორტიმენტი. უკვე მიმდინარეობს Urban Rivals-ისა და Cthulhu Wars-ის პორტირება კონსოლზე და 2021 წელს Wizama SquareOne-ზე წვდომას გახსნის დამოუკიდებელი დეველოპერებისთვის. 

კომპანია ახლა თანხებს აგროვებს SquareOne-ის Kickstarter-ზე გამოშვებისთვის, კონსოლი მომავალ წელს გამოვა ბაზარზე. წინასწარი შეკვეთის ფარგლებში კონსოლის ფასი იწყება 499 ევროდან. 

ვიდეო: https://bit.ly/3r8ScOn 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.