Jump to content

Recommended Posts

Posted

MSI-მ განაცხადა, რომ კომპანიის რამდენიმე ახალმა მონიტორმა, რომელთა დებიუტი კომერციულ ბაზარზე შედგება უახლოეს დროში, მიიღ CES 2021 Innovation Awards-ის ჯილდო. ეს მოდელები გახლავთ Optix MPG321QRF და Optix MPG341QR, აგრეთვე პორტატული მოდელი Optix MAG163. 

image.jpeg 

მონიტორი Optix MPG321QRF 32-დუიმიანია, გაფართოებაა WQHD ფორმატი - 2560 × 1440 პიქსელი. გეიმინგ დონის ამ მოწყობილობაში რეალიზებულია მელი რიგი ჭკვიანი ფუნქციები. სისტემა Adaptive Brightness 2.0 ავტომატურად ახდენს სიკაშკაშის ოპტიმიზაციას, ტექნოლოგია Night Vision AI აუმჯობესებს ჩამუქებული, ბნელი ადგილების ხილვადობას და აღემატება კონკურენტებს. რეჟიმი AI Crosshair თამაშში უზრუნველყოფს სამიზნის ჯვარედინ მონიშვნას. 

image.jpeg 

მოდელი Optix MPG341QR 34-დუიმიანია და შეესაბამება WQHD ფორმატს. პანელის კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი, რეაქციის დრო - 1 მილიწამი. გათვალისწინებულია ფუნქციები Adaptive Brightness 2.0 და Night Vision. 

image.jpeg 

რაც შეეხება პორტატულ მონიტორ Optix MAG163-ს, იგი ულტრათხელია: სისქე მხოლოდ 5 მილიმეტრს შეადგენს. გამოყენებულია მატრიცა Rapid IPS დიაგონალით 15.6 დუიმი, რომლის გაფართოებაა Full HD (1920 × 1080 პიქსელი). მხარდაჭერილია სენსორული მართვის რეჟიმი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.