Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ცნობილი გახდა ჩინეთის ხელისუფლების გეგმების შესახებ, რომლის თანახმად მკვეთრად უნდა გაიზარდოს ამინდის შეცვლის ტექნოლოგიების გამოყენება, კერძოდ, ვერცხლის მიკრონაწილაკებით ღრუბლების დათესვა. 

ღრუბლების დათესვის ტექნოლოგია რამდენიმე ათწლეული ფართოდ გამოიყენება მშრალი კლიმატის ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთში. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ცაში აფრქვევენ ვერცხლის მიკრონაწილაკებ თვითმფრინავიდან, რაც ხელს უწყობს წყლის წვეთების კონდენსაციას და წვიმის ღრუბლების წარმოქმნას. 

CNN-ის ცნობით, ჩინეთი გეგმავს ამინდის შეცვლის ექსპერიმენტის ზონის მთლიანი ფართობის გაზრდას 2025 წლისთვის თითქმის 16 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე, აც აღემატება მეზობელი ინდოეთის ტერიტორიას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ამ რეგიონში კლიმატის სერიოზული ცვლილებები და მეზობელ სახელმწიფოებთან კონფლიქტის პროვოცირებაც კი. 

ინდოეთში სოფლის მეურნეობა, რომელიც სეზონურ მუსონურ წვიმებზეა დამოკიდებული, შეიძლება ყველაზე მეტად დაზარალდეს. ცხადია, ნალექების კონტროლის უნარი მასობრივი განადგურების იარაღის (ამ შემთხვევაში, კლიმატური) ეფექტის თანაბარია. 

ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარები შიშობენ, რომ ამინდის ზემოქმედებაზე სათანადო კოორდინაციის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ბრალდებები მეზობელ რეგიონების მხრიდან. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.