Jump to content

Recommended Posts

Posted

DRAM-მეხსიერებაზე ფასის ზრდა 2021 წლის მეორე კვარტალში იყო მოსალოდნელი, თუმცა უარყოფითმა მოვლენებმა ამ პერიოდის დასწყისი მნიშვნელოვნად გადმოწია. ფასის ზრდა მოსალოდნელია გრაფიკულ ჩიპებზეც. 

DDR და GDDR მეხსიერების ფასის მნიშვნელოვანი ზრდა 2021 წლის პირველივე თვეებიდან დაიწყება. მონაცემები გამოაქვეყნა ანალიტიკურმა სააგენტო TrendForce-მა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად მომდევნო წლის დასაწყისში უნდა ველოდოთ მეხსიერებაზე ფასის ზრდას 3-5%-იდან 8-10 პროცენტამდე. იანვრის დასაწყისში შესაძლებელია არსებული ფასის შენარჩუნება, თუმცა ეს ალბათ დიდხანს არ გაგრძელდება. 

image.jpeg 
ამავე დროს, Twitter-ის ცნობილი ინფორმატორი @harukaze5719 აცხადებს, რომ NVIDIA-სა და AMD-ს გრაფიკული ჩიპების ღირებულება გაიზრდება. პარტნიორებისთვის ფასები მოიმატებს 10%-ით, რაც მეხსიერების ფასის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იმოქმედებს ვიდეო დაფების საბოლოო ღირებულებაზე. ფასები სარეკომენდაციო ფასებზე ისედაც მაღალია, თუმცა როგორც ჩანს ეს არ იყო ზღვარი. 

image.png 

წყარო: Twitter @harukaze5719 

სევე აღინიშნება, რომ ცხარე განხილვებში არსებული GeForce RTX 3080 Ti დაფის გამოსვლა შესაძლოა შეფერხდეს და იგი არ გამოვიდეს იანვარში, როგორც მოსალოდნელი იყო. ამის მიზეზი ამ შემთხვევაშიც შესაძოა იყოს ფასის ცვლილბა, რომელიც საშუალებას არ იძლევა  გრაფიკული ამაქარებლის უკვე გახმაურებულ კონფიგურაციაზე დაწესდეს ადრე აღნიშნული სარეკომენდაციო ფასი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.