Jump to content

Recommended Posts

Posted

One Netbook-ის გუნდი ემზადება ახალი ულტრაკომპაქტური ლეპტოპის გამოსაშვებად: გამოქვეყნებული თიზერები წარმოგვიდგენს მოწყობილობის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს. 

image.jpeg 

One Netbook ცნობილია კომპაქტური ფორმ-ფაქტორის კომპიუტერებით. ამ დრომდე კომპანია უშვებდა მოწყობილობებს, რომელთა დისპლეის დიაგონალი 7-8.4 დუიმს შეადგენდა. ამჯერად პროექტდება შედარებით მოზრდილი გაჯეტი. 

ერთ-ერთი თიზერი გვიჩვენებს 10.1-დუიმიან, ვიწრო ჩარჩოს მქონე ეკრანს. ცხადია, ამ პანელს  სენსორული კონტროლის მხარდაჭერა ექნება, შედეგად შესაძლებელი იქნება მინი-ლეპტოპის პლანშეტის სახით გამოყენება.  

მოწყობილობის აპარატული საფუძვლის სახით მოცემულია პლატფორმა Intel Tiger Lake მე-11 თაობის პროცესორით. შესაძლებელია გამოყენებული იყოს ჩიპი Core i7-1160G7, რომლის მახასიათებლებია 4 ბირთვი, 8 ნაკადი და მაქსიმალური სიხშირე 4.4 გჰც. პროცესორში ინტეგრირებულია გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Iris Xe. 

image.jpeg 

კომპიუტერის აღურვილობაში შევა სწრაფი М.2 2280 ფორმატის PCIe 3.0 x4 NVMe დისკი, ასევე Wi-Fi 6 ან 802.11ax უსადენო კავშირის ადაპტერი. 

დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ კომერციულ ბაზარზე მოწყობილობა შესაძლოა გამოვიდეს სახელწოდებით - One 4 ან One Mix 4. პრეზენტაცია, დიდი ალბათობით, შედგეა მომდევნო წლის პირველ კვარტალში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.