Magdalena Posted December 15, 2020 Posted December 15, 2020 One Netbook-ის გუნდი ემზადება ახალი ულტრაკომპაქტური ლეპტოპის გამოსაშვებად: გამოქვეყნებული თიზერები წარმოგვიდგენს მოწყობილობის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს. One Netbook ცნობილია კომპაქტური ფორმ-ფაქტორის კომპიუტერებით. ამ დრომდე კომპანია უშვებდა მოწყობილობებს, რომელთა დისპლეის დიაგონალი 7-8.4 დუიმს შეადგენდა. ამჯერად პროექტდება შედარებით მოზრდილი გაჯეტი. ერთ-ერთი თიზერი გვიჩვენებს 10.1-დუიმიან, ვიწრო ჩარჩოს მქონე ეკრანს. ცხადია, ამ პანელს სენსორული კონტროლის მხარდაჭერა ექნება, შედეგად შესაძლებელი იქნება მინი-ლეპტოპის პლანშეტის სახით გამოყენება. მოწყობილობის აპარატული საფუძვლის სახით მოცემულია პლატფორმა Intel Tiger Lake მე-11 თაობის პროცესორით. შესაძლებელია გამოყენებული იყოს ჩიპი Core i7-1160G7, რომლის მახასიათებლებია 4 ბირთვი, 8 ნაკადი და მაქსიმალური სიხშირე 4.4 გჰც. პროცესორში ინტეგრირებულია გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Iris Xe. კომპიუტერის აღჭურვილობაში შევა სწრაფი М.2 2280 ფორმატის PCIe 3.0 x4 NVMe დისკი, ასევე Wi-Fi 6 ან 802.11ax უსადენო კავშირის ადაპტერი. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ კომერციულ ბაზარზე მოწყობილობა შესაძლოა გამოვიდეს სახელწოდებით - One 4 ან One Mix 4. პრეზენტაცია, დიდი ალბათობით, შედგება მომდევნო წლის პირველ კვარტალში. https://bit.ly/2IOcrj0 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.