Magdalena Posted December 12, 2020 Posted December 12, 2020 გერმანიის ბანკმა Bankhaus von der Heydt (BVDH), რომელიც მოქმედებს 1754 წლიდან, ტოკენიზაციის ტექნოლოგიის პროვაიდერ Bitbond-თან პარტნიორობით Stellar-ის ქსელში გამოუშვა Stablecoin EURB. BVDH ყურადღებას ამახვილებს პირველ რიგში ინსტიტუციონალური მომხმარებლების მომსახურებაზე „სექიურითიზაციასთან დაკავშირებულ გარიგებებში“ - გარკვეული აქტივების დაფინანსება ფასიანი ქაღალდების ემიტირების გზით. ბლოკჩეინის გამოყენებით ბიზნესის ეფექტურობის გაუმჯობესების შესაძლებლობების შესწავლისას ბანკმა ყურადღება გაამახვილა ტოკენიზაციის ტექნოლოგიაზე. განცხადების თანახმად, EURB შეიძლება გამოყენებულ იქნას BVDH-ის მომხმარებლებისთვის, აგრეთვე ბლოკჩეინზე ციფრული აქტივების გადაცემის ფინანსური პროგრამების შემქმნელებისთვის. Bitbond ახდენს Stablecoin-ის ინტეგრირებას ბანკისთვის შექმნილ პლატფორმაზე, რომელიც საშუალებას იძლევა EURB გამოყენებულ იქნას სექიურითიზაციისთვის, ემისიის მექანიზმისა და ტოკენების დაწვის ჩათვლით. „Bitbond-მა და Stellar-მა მიგვიზიდა ქსელში აქტივების გაცემისა და მართვის სიმარტივით“ -განაცხადა BVDH-ის მმართველმა დირექტორმა ფილიპ დოპელჰამერმა. მისივე თქმით, EURB-ის გამოყენების პირველი შემთხვევა იქნება SatoshiPay-ის ტრანსსასაზღვრო გადარიცხვის სერვის Dtransfer-ში ტოკენის დანერგვა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ხუთი წამყვანი Stablecoin-ის კაპიტალიზაციამ უკვე 25 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. https://bit.ly/33X4pLO
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now