Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

გერმანიის ბანკმა Bankhaus von der Heydt (BVDH), რომელიც მოქმედებს 1754 წლიდან, ტოკენიზაციის ტექნოლოგიის პროვაიდერ Bitbond-თან პარტნიორობით Stellar-ის ქსელში გამოუშვა Stablecoin EURB. 

image.png 

BVDH ყურადღებას ამახვილებს პირველ რიგში ინსტიტუციონალური მომხმარებლების მომსახურებაზე სექიურითიზაციასთან დაკავშირებულ გარიგებებში“ - გარკვეული აქტივების დაფინანსება ფასიანი ქაღალდების ემიტირების გზით. ბლოკჩეინის გამოყენებით ბიზნესის ეფექტურობის გაუმჯობესების შესაძლებლობების შესწავლისას ბანკმა ყურადღება გაამახვილა ტოკენზაციის ტექნოლოგიაზე. 

განცხადების თანახმად, EURB შეიძლება გამოყენებულ იქნას BVDH-ის მომხმარებლებისთვის, აგრეთვე ბლოკჩეინზე ციფრული აქტივების გადაცემის ფინანსური პროგრამების შემქმნელებისთვის. 

Bitbond ახდენს Stablecoin-ის ინტეგრირებას ბანკისთვის შექმნილ პლატფორმაზე, რომელიც საშუალებას იძლევა EURB გამოყენებულ იქნას სექიურითიზაციისთვის, ემისიის მექნიზმისა და ტოკენების დაწვის ჩათვლით. 

Bitbond-მა და Stellar-მა მიგვიზიდა ქსელში აქტივების გაცემისა და მართვის სიმარტივით“ -განაცხადა BVDH-ის მმართველმა დირექტორმა ფილიპ დოპელჰამერმა. 

მისივე თქმით, EURB-ის გამოყენების პირველი შემთხვევა იქნება SatoshiPay-ის ტრანსსასაზღვრო გადარიცხვის სერვის Dtransfer-ში ტოკენის დანერგვა. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ხუთი წამყვანი Stablecoin-ის კაპიტალიზაციამ უკვე 25 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.