Jump to content

Recommended Posts

Posted

შესაძლოა იქმნებოდეს შთაბეჭდილება, რომ Toyota ჩამორჩება კონკურენტებს ელექტრომობილების სეგმენტში და უპირატესობას ანიჭებს ჰიბრიდულ და წყალბადზე მომუშავე ავტომობილებს. რეალურად კი იაპონური კორპორაცია ცდილობს შექმნას აკუმულატორების წარმოების ტექნოლოგია, რომელიც ელექტრომობილების ბევრ ნაკლს აღმოფხვრის. 

image.jpeg 

Toyota-ს მიერ დაფინანსებული, ელექტროლიტიანი აკუმულატორების შექმნაზე მუშაობა ნაყოფს გამოიღებს უკვე მომდევნო წელს, როდესაც იაპონური ავტომწარმოებელი წარადგენს მათზე დაფუძნებული ელექტროძრავის პროტოტიპს - ნათქვამია Nikkei Asian Review-ში. Toyota მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დაიწყებს ელექტრომობილების სერიულ წარმოებას მყარი ელექტროლიტის საფუძველზე არსებული ბატარეებით. 

პირველწყაროს ინფორმაციით, ახალი ტიპის აკუმულატორებში გაზრდილია ელექტროენერგიის შენახვის სიმჭიდროვე გაბარიტების ზრდის გარეშე, ასევე ამაღლებულია ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრხოების დონე ტრადიციულ ლითიუმის აკუმულატორებთან შედარებით. ახალი აკუმულატორის მქონე პატარა, კომპაქტური ელექტრომობილიც კი უზრუნველყოფს ერთ დამუხტვაზე 500 კილომეტრამდე მანძილის გავლას, საშუალო კი სვლის მარაგი ორჯერ გაიზრდება შესაბამისი პირობების შემხვევაში. საშუალო ზომის ელექტრომობილი ახალი აკუმულატორით შეძლებს დამუხტვის გარეშე 1000 კმ-მდე მანძილის გავლას მყარი ელექტროლიტის აკუმულატორის ტემპერატურული რეჟიმებიც ექსპლუატაციის მხრივ გაცილებით ხელსაყრელი იქნება. 

მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობა - ახალი ტიპის ბატარეები უფრო სწრაფად შეძლებს დამუხტვას. მაგალითად, შესაძლებელი იქნება ელექტროძრავის ელემენტების სრულად დატენვა ათ წუთში, რაც უზრუნველყოფს ასობით კილომეტრ გარბენს. სხვა კომპანიებიც  აქცევენ ყურადღებას მყარი ელექტროლიტების მქონე ბატარეებს: Nissan Motor აპირებს მსგავსი ბატარეების საფუძველზე მოქმედი ელექტრომობილები ბაზარზე 2028 წლისთვის გამოიყვანოს, Volkswagen მათი მასობრივი წარმოების დაწყებას 2025 წლისთვის, ხოლო ჩინური კომპანიები მომავალ წელს დაიწყებენ ინვესტირებას პროფილურ წარმოებაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.