Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Fintech-სტარტაპ Diem-ის თანადამფუძნებელი კრის ადელსბახი კომპანია Facebook-ს საჩივრით ემუქრება Libra Association- რებრენდინგში ანალოგიური დასახელების გამოყენების გამო. 

მიუხედავად Facebook-თან მომავალი იურიდიული ბრძოლის საშიშროებისა, პლატფორმა გაიარა იურიდიული კონსულტაცია და ჩივილი მაინც გადაწყვიტა. 

Facebook-ს დიდი ძალისხმევა არ დასჭირდებოდა გაეგო, არსებობს თუ არა კიდევ ერთი Diem საფინანსო სერვისების სფეროში. მათ, ცხადია, იფიქრეს, რომ შეძლებდნენ მარტივად აეარათ ჩვენთვის გვერდი“ - განაცხადა ადელსბახმა. 

Diem-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერი კუპიმ აღნიშნა, რომ გაოგნდა, როდესაც შეიტყო, რომ ასოციაცია Libra-მ სახელი შეიცვალა Diem-ად. 

ჩვენი მცირე სტარტაპი წუხს, რომ Libra-ს მოქმედებების შედეგად მომხმარებელთა დაბნეულობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენს ზრდაზე”, - განაცხადა მან. 

Diem Facebook-ისგან ელოდება ე.წ. შეწყვეტისა და თავშეკავების წერილზე პასუხს. სტარტაპმა არ დააკონკრეტა რომელი იურიდიული პირის წინააღმდეგ აპირებს სარჩელის შეტანას: ლონდონში განთავსებული Facebook-ის თუ ჟენევაში არსებული Diem Association-ის წინააღმდეგ. 

ლონდონში დაფუძნებული სტარტაპი Diem ამოქმედდა 2020 წლის ოქტომბერში და მას შემდეგ მოიზიდა ნახევარი მილიონი გამომწერი. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მყისიერად გაყიდონ ქონება ინტერნეტით და ასევე გასცემს სადებეტო ბარათებს. 

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა Libra-ს რებრენდინგის გეგმის შესახებ 1 დეკემბერს გააცხადა. ამავე დროს, ფრული ვალუტის შემქმნელმა Libra Association-მა შეიცვალა სახელწოდება და გახდა Diem Association. 

რებრენდინგი უკავშირდება ორგანიზაციის სურვილს - ჩამოშორდეს გლობალური Stablecoin-ის თავდაპირველ მოდელს, რომელიც წარმოდგენილ იქნა 2019 წლის ივნისში და აღშფოთება გამოიწვია გლობალურ მარეგულირებელ ორგანოებში. 

მოგვიანებით გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა სახელშეცვლილ Libra-ს უწოდა "მგელ ცხვრის ტყავში" და თქვა, რომ კომპანიას მარეგულირებელი პრობლემების მოსაგვარებლად რებრენდინგზე მეტი რამ სჭირდება“. 

მაისში Facebook-მა განახორციელა საფულე Libra-ს რებრენდინგი და Calibra შეცვალა Novi-თ. ეს გაკეთდა fintech-სტარტაპ  Current-ის მხრიდან გამოქმული პრეტენზიის საფუძველზე მსგავსი ლოგოს გამოყენებასთან დაკავშირებით. 

image.png 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.