Magdalena Posted December 9, 2020 Posted December 9, 2020 როგორც მოგეხსენებათ, გასულ თვეში Apple-მა წარადგინა M1 ჩიპი ოთხი მაღალი წარმადობის და ოთხი ენერგოეფექტური ბირთვით, 8-ბირთვიან რვაბირთვიან გრაფიკულ პროცესორთან ერთად. ეს ჩიპი გამოიყენება სამ პროდუქტში: MacBook Air, MacBookPro და Mac Mini. Apple-ს თანდათანობით გადააქვს თავისი პროდუქტები ARM-არქიტექტურაზე და ეტაპობრივად უარს ამბობს x86 არქიტექტურაზე, მაგრამ გააგრძელებს მის გამოყენებას შესაბამისი შემცვლელის მზადყოფნამდე. Bloomberg-მა ამჯერად განაცხადა Apple-ის გეგმების შესახებ, რაც მოიცავს მომდევნო თაობის ჩიპების გამოშვებას ახალი პროდუქტებისთვის. სტატია დაფუძნებულია Apple-ს სამომავლო სამოქმედო გეგმის მცოდნე პირების ინფორმაციაზე, რომლებიც ანონიმურობას ინარჩუნებენ მანამ, სანამ ინფორმაცია არ გახდება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. ცნობების თანახმად Apple აჟამად აქტიურად მუშაობს ჩიპზე, რომელსაც 16-მდე მაღალი წარმადობის ბირთვი ექნება, თუმცა თავდაპირველად შესაძლოა გამოვიდეს 8 და 12-ბირთვიანი ვარიანტები. საინტერესოა, რომ მუშავდება აგრეთვე 32-ბირთვიანი ჩიპი, რომელიც უნდა გახდეს Intel-ის მაღალი დონის 28-ბირთვიანი პროცესორის მქონე დესკტოპ-სისტემების მემკვიდრე (Mac Pro). უცნობია რამდენი მცირე ბირთვი ექნება ასეთ ჩიპს, მაგრამ, როგორც ჩანს, Apple და Intel-ი უახლოეს წლებში აქტიურად ჩადებენ ინვესტიციას ჰიბრიდულ პროცესორებში. Intel-ი ამჟამად მუშაობს Alder Lake პროცესორებზე, რომლებიც ასევე დაფუძნებულია ჰიბრიდულ პროცესორებზე. გავრცელებულ სტატიაში ასევე ნაჩვენებია Apple-ის გეგმები მაღალი ხარისხის გრაფიკული პროცესორებთან დაკავშირებით. Apple ამჟამად იყენებს AMD-ის დისკრეტულ გრაფიკას ლეპტოპებსა და სამუშაო სადგურებში. მაგალითად, წელს კომპანიამ გამოუშვა 16-დუიმიანი Macbook Pro Navi 12 ჩიპის ბაზაზე. როგორც ჩანს, Apple მალე მონახავს ამ გადაწყვეტილების ჩანაცვლებასაც. Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანია მუშაობს 16- და 32-ბირთვიან გრაფიკულ ჩიპებზე. ასევე ვრცელდება ხმები, რომ Apple-ს შესაძლოა ჰქონდეს გრაფიკული პროცესორები საკუთარი მაღალი წარმადობის დესკტოპ-კომპიუტერებისთვის. მუშავდება 64- და 128-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორები, რომლებიც რამდენჯერმე სწრაფი უნდა იყოს AMD-სა და NVIDIA-ს იმ გრაფიკულ დაფებთან შედარებით, რომელთაც კომპანია ამჟამად იყენებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ყველა ზემოთხსენებული ჩიპის გამოშვება დაგეგმილია 2021-2022 წლებში. https://bit.ly/2L89ydu
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now