Magdalena Posted December 8, 2020 Posted December 8, 2020 აშშ-ის წამყვანი საფონდო ინდექსების მომწოდებელი - S&P Dow Jones Indices წარადგენს ახალ პროდუქტს ციფრული აქტივების საფუძველზე, რომელიც 2021 წელს ამოქმედდება. კრიპტოვალუტებზე შექმნილი ინდექსის გამოშვება გამოცხადდა ოფიციალურ პრეს-რელიზში. პროდუქტი შემუშავდება ნიუ-იორკში დაფუძნებულ კომპანია Lukka-სთან პარტნიორობით. კომპანიაში კრიპტოვალუტების ინდექსის ამოქმედების მიზეზი ინვესტორების მხრიდან მათ მიმართ ინტერესის ზრდა გახდა. S&P Dow Jones Indices– ის ინოვაციებისა და სტრატეგიის გლობალურმა ხელმძღვანელმა პიტერ როფმანმა აღნიშნა, რომ ინდექსი გაამარტივებს ციფრული აქტივების მართვის პროცესს და დაიცავს ინვესტორებს ბაზარზე არსებული სპეკულაციური რისკებისგან. S&P Dow Jones არ არის პირველი კომპანია, რომელიც გამოუშვებს კრიპტისავალუტო ინდექსს. 2019 წელს მსგავსი პროდუქტი წარადგინა მსოფლიოს სიდიდით მეორე საფონდო ბირჟა Nasdaq-მა. მან დაამატა ინდექსი, რომელიც დაფუძნებულია 100 კრიპტოაქტივზე - სახელწოდებით CIX100. https://bit.ly/3mNLuKN Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.