Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

აშშ-ის წამყვანი საფონდო ინდექსების მომწოდებელი - S&P Dow Jones Indices წარადგენს ახალ პროდუქტს ციფრული აქტივების საფუძველზე, რომელიც 2021 წელს ამოქმედდება. კრიპტოვალუტებზე შექმნილი ინდექსის გამოშვება გამოცხადდა ოფიციალურ პრეს-რელიზში. პროდუქტი შემუშავდება ნიუ-იორკში დაფუძნებულ კომპანია Lukka-სთან პარტნიორობით. 

კომპანიაში კრიპტოვალუტების ინდექსის ამოქმედების მიზეზი ინვესტორების მხრიდან მათ მიმართ ინტერესის ზრდა გახდა. S&P Dow Jones Indices– ის ინოვაციებისა და სტრატეგიის გლობალურმა ხელმძღვანელმა პიტერ როფმანმა აღნიშნა, რომ ინდექსი გაამარტივებს ციფრული აქტივების მართვის პროცესს და დაიცავს ინვესტორებს ბაზარზე არსებული სპეკულაციური რისკებისგან. 

S&P Dow Jones არ არის პირველი კომპანია, რომელიც გამოუშვებს კრიპტისავალუტო ინდექსს. 2019 წელს მსგავსი პროდუქტი წარადგინა მსოფლიოს სიდიდით მეორე საფონდო ბირჟა Nasdaq-მა. მან დაამატა ინდექსი, რომელიც დაფუძნებულია 100 კრიპტოაქტივზე -  სახელწოდებით CIX100. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.