Jump to content

Recommended Posts

Posted

Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ პროგრესი იქნა მიღწეული მთვარეზე დასაფრენ მოდულ Blue Origin-ისთვის განკუთვნილი ძრავის შემუშავებაში. საერთო ჯამში ძრავმა იმუშავა თითქმის 21 წუთი. მორიგმა წარმატებულმა ტესტირებამ ბეზოსს საშუალება მისცა გამოეხატა დარწმუნება, რომ მისი გუნდი გაიმარჯვებს NASA-ს კონკურსში და ოხი წლის შემდეგ ადამიანებს მთვარეზე წაიყვანს. 

image.jpeg 

ძრავი BE-7 გადის აალების მორიგ სტატიკურ გამოცდას. ფოტოს წყარო: Blue Origin 

„ეს გახლავთ ძრავი, რომელიც პირველ ქალს წაიყვანს მთვარეზე“ - დაწერა მან სოციალურ ქსელში. – „BE-7 - ეს არის მაღალი წარმადობის, 3D-ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი, 10 ათასი ფუნტი გაწევის უნარის მქონე თხევადი წყალბად-ჟანგბადის ძრავი მთვარის მოდულისთვის, რომელსაც ასევე გააჩნია 2000 ფუნტამდე დროსელირების შესაძლებლობა მთვარეზე ზუსტი დაშვებისთვის 

image.jpeg 

დასაფრენ მოდულ Blue Origin-ს ექნება ერთი BE-7 ძრავი. ფოტოს წყარო: Blue Origin 

NASA-ს შეჯიბრში კიდევ სამი გუნდი მონაწილეობს „ეროვნული გუნდის“ (National Team) პრალელურად. კერძო, ილონ მასკის კომპანია SpaceX-საც აქვს საკუთარი პროექტი ადამიანის მთვარეზე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. მიიჩნევა, რომ შეჯიბრის გამარჯვებული გამოცხადდება მომდევნო წლის თებერვალში, რის შემდეგ დაიწყება კოსმოსური რაკეტის აგება მთვარის მისია Artemis-ისთვის. ჯეფ ბეზოსი, როგორც მისი შეტყობინებების კონტექსტიდან ჩანს, საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.