Magdalena Posted December 8, 2020 Posted December 8, 2020 Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ პროგრესი იქნა მიღწეული მთვარეზე დასაფრენ მოდულ Blue Origin-ისთვის განკუთვნილი ძრავის შემუშავებაში. საერთო ჯამში ძრავმა იმუშავა თითქმის 21 წუთი. მორიგმა წარმატებულმა ტესტირებამ ბეზოსს საშუალება მისცა გამოეხატა დარწმუნება, რომ მისი გუნდი გაიმარჯვებს NASA-ს კონკურსში და ოთხი წლის შემდეგ ადამიანებს მთვარეზე წაიყვანს. ძრავი BE-7 გადის აალების მორიგ სტატიკურ გამოცდას. ფოტოს წყარო: Blue Origin „ეს გახლავთ ძრავი, რომელიც პირველ ქალს წაიყვანს მთვარეზე“ - დაწერა მან სოციალურ ქსელში. – „BE-7 - ეს არის მაღალი წარმადობის, 3D-ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი, 10 ათასი ფუნტი გაწევის უნარის მქონე თხევადი წყალბად-ჟანგბადის ძრავი მთვარის მოდულისთვის, რომელსაც ასევე გააჩნია 2000 ფუნტამდე დროსელირების შესაძლებლობა მთვარეზე ზუსტი დაშვებისთვის“. დასაფრენ მოდულ Blue Origin-ს ექნება ერთი BE-7 ძრავი. ფოტოს წყარო: Blue Origin NASA-ს შეჯიბრში კიდევ სამი გუნდი მონაწილეობს „ეროვნული გუნდის“ (National Team) პრალელურად. კერძოდ, ილონ მასკის კომპანია SpaceX-საც აქვს საკუთარი პროექტი ადამიანის მთვარეზე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. მიიჩნევა, რომ შეჯიბრის გამარჯვებული გამოცხადდება მომდევნო წლის თებერვალში, რის შემდეგ დაიწყება კოსმოსური რაკეტის აგება მთვარის მისია Artemis-ისთვის. ჯეფ ბეზოსი, როგორც მისი შეტყობინებების კონტექსტიდან ჩანს, საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულია. https://bit.ly/3qzlVzG Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.