Jump to content

Recommended Posts

Posted

პანდემიის გამო ინდუსტრიული კონფერენციების ონლაინ ფორმატში გადატანამ გარკვეულწილად გაამარტივა მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელების მონაწილეობა, რადგან მათ აღარ სჭირდებათ ფიზიკური გადაადგილება ღონისძიებაზე დასასწრებად -  უბრალოდ უნდა გამონახონ თავისუფალი დრო ვიდეოს საშუალებით კომუნიკაციისთვის. AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა სუმ შეძლო კონფერენცია Credit Suisse-ზე ამ ფორმატში საუბარი. 

image.jpeg 

მან ისაუბრა დესკტოპ-სეგმენტში Zen 3 არქიტექტურის მქონე პროცესორების წარმატებაზე და განაცხადა, რომ მალე მათ შეუერთდება მობილური და სერვერული მოდელები. ხსენებული თანმიმდევრობით თუ ვიმსჯელებთ, პირველი კვარტალის დასაწყისში გამოვა ლეპტოპებისთვის განკუთვნილი Ryzen პროცესორები Zen 3 არქიტექტურით, სერვერული EPYC Milan თაობის პროცესორები კი წარდგენილ იქნება ოდნავ მოგვიანებით. ლიზა სუმ აღნიშნა, რომ AMD-ის მობილური პლატფორმა Zen 3 არქიტექტურაზე სწორედ 2021 წელს გადავა. 

ამავე დროს, AMD-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 2021 წელს კომპანია წარადგენს რამდენიმე ახალ დესკტოპ-პლატფორმას. სავარუდოდ, არა მხოლოდ ახალი თაობის Ryzen Threadripper პროცესორების, არამედ AMD-ის ჰიბრიდული პროცესორების ახალი თაობის სამომავლო წარდგენა შეიძლება მოიაზრებოდეს ამ მრავალფეროვნებაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.