Jump to content

Recommended Posts

Posted

Volkswagen-მა დააჩქარა ახალ კომპაქტური ელექტრომობილების შექმნაზე მუშაობა, რომელთა ღირებულება 30 ათას ევროზე ნაკლებია. ახალი ელქტრომობილების გამოშვება კომპანიას 2023 წლამდე სურს. სიახლის შესახებ განაცხადა საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

გამომცემლობის თქმით, მანქანათმშენებელმა კომპანიამ შესაძლოა ახალი მანქანა მომდევნო წელსვე წარადგინოს - ახალ ელექტრო ქროსოვერ ID.5-თან ერთად. გარდა ამისა, გერმანული ავტოკონცერნი მუშაობს ელექტრო მიკროავტობუსზე, რომლის გამოშვება დაგეგმილია 2022 წლისთვის, ასევე გამოვა ახალი ელექტრო უნივერსალი Aero, რომლის დებიუტი 2023 წელს შედგება. ელექტრომობილს ექნება 700 კმ-მდე სვლის მარაგი ბატარეის ერთ დამუხტვაზე - აღნიშნავს Bloomberg. 

Volkswagen-მა პირველი სერიული ელექტრომობილი ID.3 ევროპაში წარადგინა გასული წლის სექტემბერში. ელექტრომობილი წარმოდგენილია სამი ვარიანტის - 45, 58 და 77 კვტ/სთ მოცულობის მქონე  ბატარეით, ერთ დამუხტვაზე შეუძლია გაიაროს 330-დან 550 კილომეტრამდე მანძილი. 

2021 წელს ყველგანმავალ ID.4 მოდელის გამოშვებით გერმანული მანქანათმშენებელი კომპანია აპირებს გავიდეს ელექტრომობილების მსოფლიო ბაზარზე, წერს Bloomberg. ზემოთხსენებული მოდელი იწარმოება ევროპაში, ჩინეთსა და აშშ-ში. გამომცემლობა აღნიშნავს, რომ კომპანია აპირებს შეამციროს საკუთარი შიდაწვის ძრავის მქონე მანქანების პორტფოლიო, რათა რესურსები გამოთავისუფლდეს ახალი ელექტრომობილების შემუშავება-წარმოებისთვის. კომპანიას უკვე უარი აქვს ნათქვამი მოდელების - Beetle-სა და Scirocco-ს წარმოებაზე. 

ბრენდი ელოდება ელექტრომობილების ბაზარზე საკუთარი წილის გაზრდას მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, ასევე 2021 წელს - 8.1 და 8.6%-ით - აღნიშნეს საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენლებმა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.