Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

PayPal-ის მიერ Bitcoin-ის მხარდაჭერის დაწყება Square-ის Cash App-ის საშუალებით აქტიურ შესყიდვებთან ერთად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირველი კრიპტოვალუტის დეფიციტზე და, შესაბამისად, იწვევს აქტივის ფასის ზრდას. ამის შესახებ ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Pantera Capital-ის ახალ წერილში. 

კომპანიის შეფასებით, Cash App-ზე მოდის ყველა გამოშვებული Bitcoin-ის 40%-ის შესყიდვა. PayPal-მა სულ ახლახანს აამოქმედა კრიპტოვალუტების პირდაპირი შესყიდვის სერვისი და ეს უკვე დიდ გავლენას ახდენს ბაზარზე, ნათქვამია ანგარიშში. 

ანალიტიკოსების გამოთვლით, PayPal-ის მომხმარებლები ყიდულობენ გამოცემული Bitcoin-ების დაახლოებით 70%-ს. ამას მოწმობს ბრუნვის ზრდა რეგულირებად ბირჟა itBit-ზე, რომლის უკან დგას PayPal-ის პარტნიორი კომპანია Paxos. 

image.png 

წყარო: Pantera Capital. 

გრაფიკზე არსებული ჰორიზონტალური ხაზი წარმოადგენს ხელახლა გამოცემული Bitcoin-ების მთელ მარაგს დამატებული itBit-ის საწყის მოცულობა. Pantera Capital-ის აზრით, თუ ზრდა გაგრძელდება, რამდენიმე  კვირის განმავლობაში PayPal დაიწყებს უფრო მეტი Bitcoin-ის ყიდვას, ვიდრე კრიპტოვალუტა გამოდის. 

მკვლევარები ამტკიცებენ, რომ PayPal-ისა და Cash App-ის მომხმარებლები უკვე სრულად ხსნიან მიმოქცევიდან მაინერების მიერ ყოველდღიურად მოპოვებულ Bitcoin-ებს.  

საიდან მიიღებენ Cash App-ის მომხმარებლები თავიანთ მონეტებს? აქვე გავიხსენებთ შემოავაზების შეზღუდულობასა და მოუქნელობას. ისინი კრიპტოვალუტას შეიძენენ უფრო მაღალ ფასად“ - დაასკვნეს ანალიტიკოსებმა. 

შეგახსენებთ, მაისში Square-ის დეველოპერებმა Cash App-ს დაუმატეს Bitcoin-ის ავტომატური ყიდვის ფუნქცია დროის გარკვეულ ინტერვალებში. 

Posted

ხო ბევრი მაგას აბრალებს ბიტკოინის ფასის რეზკ ზრდას ბოლო თვეებში რაც ფიქსირდება, თუმცა შეიძლება დიდი ვეილსებიც იყენებენ მაგ აჟიოტაჟს პეიპალის გარშემო, მაგრამ ეხლა ვეილსებმა გაყიდესო ლამის 60 მილიარდის ბიტკოინი 3 დღის წინ და კურსი 19500$-ან დაეცა ლამის 16300$ ერთი პერიოდი, ზოგ ბირჟებზე ისეთი აბიომებით გაყიდულა ბიტკოინი რომ წამიერათ 15000$ ჩამოსულა დაჟე კურსი, მაგრამ მე მაქსიმუმ 16300$ დავაფიქსირე, ამ ეტაპზე ისევ 17000$ გაცდა კურსი და ცდილობენ მიუახლოვდენ 18000$ რაც ნორმალურათ ითვლებოდა ბოლო დღეებში სანამ კურსი დაეცემოდა 3000$, ეთერეუმიც 620$-ან 483$ დაეცა, მაგრამ ეხლა 500$ გაცვდა ისევე, იყო 530$ ღამით, მაგ დროპის შემდეგ ისე ესეთი რაღაცა შევამჩნიე, კურსი დღის მანძილზე რამდენჯერმე ეცემა ხოლმე 16300$-16500$-მდე მაგრამ მერე ისევ ცდება 17000$, დილით იყოს 17300$ სადღაც, მაგრამ შეიძლება ადგენ და კიდე უფრო მეტი ბიტკოინი გაყიდონ კრუპნი ვეილსებმა, ან მოგვიანებით ისევ გაგრძელდეს ზრდა რაც ბოლო პერიოდში მიდიოდა

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.