Jump to content

წლის ბოლომდე ჩინელები დაიწყებენ მეტად სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერის მქონე გრაფენის ბატარეებზე მომუშავე ელექტრომობილების გამოცდას


Recommended Posts

Posted

ელექტრომობილების ჩნურმა მწარმოებელმა კომპანია Guangzhou Automobile Group-მა (GAC) განაცხადა, რომ რეალურ პირობებში საგამოცდო ექსპლუატაციისთვის ემზადება ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი გრაფენის ბატარეები. ტესტირება დაიწყება მიმდინარე წლის ბოლომდე. თუკი გამოცდის შემდეგ მათ ექსპლუატაციაში მიიღებენ, ეს გახდება ბიძგი ელექრო ტრანსპორტის განვითარებისთვის, რადგან ამგვარი ბატარეების 85%-მდე დამუხტვისთვის საჭიროა მხოლოდ რვა წუთი. 

image.jpeg 

ამ დროისთვის GAC არ არის დარწმუნებული, დააკმაყოფილებს თუ არა გრაფენის ელემენტები რეალურ ცხოვრებაში გამოყენების პირობებს. გრაფენის ელემენტების ტექნოლოგია კოდური სახელით "3DG" შეიმუშავა ჩინურმა კომპანიამ Guangqi. ერთ დროს, GAC-მა შთანთქა დეველოპერი და 2014 წელს დაიწყო ახალი ბატარეების შექმნაზე ზედამხედველობა. 

ხალი ბატარეები ერთი წლის წინ დაანონსდა. ამ დროისთვის კომპანიამ დაამზადა საკმარისი რაოდენობის აკუმულატორები, რათა მოხდეს მათზე მომუშავე ელექტრომობილების შემოწმება რეალურ პირობებში და არა ლაბორატორიაში. გრაფიტის ხარჯზე ბატარეაში მრავალჯერ იზრდება ელქტრონების გამტარუნარიანობა, რაც საშუალებას იძლევა აკუმულატორი დაიმუხტოს დიდი ძაბვით დაზიანების საფრთხის გარეშე. 

ბატარეების დამუხტვა მნიშვნელოვნად მოკლე დროში ელექტროენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და დადებითად აისახება მთელ ინდუსტრიაზე და არა მხოლოდ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.