Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Bitcoin-ის აღმასვლა 20 ათას აშშ დოლარიანი ნიშულისკენ გამყარებულია 2020 წლის სპოტ-ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობით. ამას მოწმობს კომპანია Arcane Research-ის ანგარიში. 

ანალიტიკოსების დაკვირვებით, კრიპტო ბირჟების ყოველდღიურმა სავაჭრო ბრუნვამ  5.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია - ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მარტში Bitcoin-ის ფასის ვარდნის დროს (5.05 მილიარდი აშშ დოლარი). 

image.png 

სპოტ-ბირჟების საერთო ბრუნვის დინამიკა. Arcane Research, Skew, Messari. 

სპოტ-ვაჭრობის საშუალო მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც შეესაბამება 2017 წლის დეკემბრის მაჩვენებელს. 

ბაზრის მონაწილეთა ენთუზიაზმს ამტკიცებს კრიპტოვალუტის „შიშის ინდექსი“, რომელიც დაახლოებით 88-იან ნიშულზე ნარჩუნდება. გასულ კვირას მაჩვენებელმა 94-ს მიაღწია, რაც ბაზრის მონაწილეების „უკიდურეს სიხარბეს“ ნიშნავს. 

image.png 

წყარო: Arcane Research. Alternative.me. 

ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ მალე მიიღწევა 20 ათას აშშ დოლარიანი მაჩვენებელი, რომელიც 2017 წლის ბოლოს დაფიქსირდა. 

ფასების ამჟამინდელი დინამიკის გათვალისწინებით გასაკვირი არ იქნება, თუ Bitcoin-ი ავა 20 ათას აშშ დოლარზე მაღლა”, - აღნიშნა Arcane Research-მა. 

თუ ეს დონე სერიოზული დაბრკოლება გახდება ციფრული ოქროსთვის, მაშინ დაღმავალი კორექცია 16 ათას აშშ დოლარიან დონეს შეინარჩუნებს, ნათქვამია ანგარიშში. 

ჯერჯერობით დოლართან წყვილში ისტორიულ მაქსიმუმამდე ფასის დაახლოებით 2% რჩება. 

 

Posted

დღეს სერიოზული sell-off დაიწყო დაახლოებით 40 მილიარდი დოლარის კრიპტოვალურა დახურდავდა უკვე და დროპი ჯერ კიდევ გრძელდება, არუ უკვე 60 მილიარდი დოლარის კრიპტო მოიცილეს თავიდან 24 საათში

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.