Jump to content

Recommended Posts

Posted

Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ სამშაბათს 500 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა საფონდო ბირჟის გახსნის შემდეგ, კვოტირებამ გადააჭარბა 527.48 აშშ დოლარს თითო აქციაზე და შეადგინა 540.4 აშშ დოლარს. ინვესტორებს სჯერათ კომპანიის: წელს აქციების ფასი ხუთჯერ გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი მეტწილად სიმბოლურია, ის მეტყველებს  ბაზრის ნდობაზე ლონ მასკის მიმართ. 

image.jpeg 

სხვათა შორის, შეერთებული შტატების იმ მანქანათმშენებელ კომპანიებს შორის, რომელთა აქციების კოტირება ხდება ბირჟაზე, Tesla იანვარში გახდა 100 მლრდ აშშ დოლარს ზემოთ კაპიტალიზაციით პირველი. ოქტომბერში კომპანიამ განაცხადა ზედიზედ მეხუთე მომგებიანი კვარტლის შესახებ: მესამე კვარტლის შემოსავალი 8.77 მილიარდი იყო. ამავე თვეში კომპანიამ განაცხადა, რომ მესამე კვარტალში მიწოდებულ იქნა 139 300 ელექტრომობილი, რაც კომპანიის ახალი რეკორდი. 

image.jpeg 

 

Tesla უნდა შეუერთდეს S&P 500 საბირჟო ინდექსს 21 დეკემბერს, რამაც მიმდინარე თვის დასაწყისში მისი აქციების ფასის ზრდა განაპირობა, რადგანაც საინვესტიციო მენეჯერებს, რომლებიც S&P 500-ს აკონტროლებენ, თავიანთი პორტფელისთვის აქციების ყიდვა მოუწევთ. გასულ კვირას სააგენტო Morgan Stanley-მაც აწია Tesla-ს რეიტინგი და მრავალი წლის მანძლზე პირველად მისი აქციების შესყიდვის რეკომენდაცია გასცა. 

image.jpeg 

მიმდინარე კვირაში აქციების ფასის ზრდის შედეგად მასკმა გაუსწრო Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეითსს და გახდა მსოფლიოში რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანი Bloomberg-ის რეიტინგის თანახმად, რომელიც იკვლევს მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის მდგომარეობას. ილონ მასკის კუთვნილი კაპიტალი 2020 წელს 100 მლრდ აშშ დოლარზე მეტით გაიზარდა. შედარებისთვის, მიმდინარე წლის იანვარში მასკს 35-ე ადგილი ეკავა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, ახლა კი Amazon-ის აღმასრულებელ დირექტორ ჯეფ ბეზოსს მიუახლოვდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.