Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

PayPal-ის ხელმძღვანელი დენ შულმანი მიიჩნევს, რომ საბოლოოდ Bitcoin-ი უფრო მეტად გამოყენებული იქნება ყოველდღიური გადახდებისთვის, ვიდრე როგორც დაზოგვის საშუალება. ამის შესახებ მან CNBC Squawk Box-თან ინტერვიუში განაცხადა. 

კორონავირუსის პანდემიის დროს ნაღდი ფულის გამოყენება მნიშვნელოვნად შემცირდა, ამბობს შულმანი. მისივე თქმით, მომხმარებელთა დაახლოებით 70%-ს აღარ სურს მათთან ურთიერთობა. 

მიმდინარე თვეში PayPal-მა წვდომა გახსნა Bitcoin-სა და რამდენიმე Altcoin-ზე თავისი ამერიკელი მომხმარებლებისთვის და მშაობს სავაჭრო პლატფორმებზე ინტეგრაციისთვის, რაც გამყიდველებს საშუალებას მისცემს მიიღონ ციფრული გადახდები. 

”კრიპტოვალუტის, როგორც ყოველდღიური შესყიდვების პოტენციური გადახდის ინსტრუმენტი გამოყენება, გაზრდის მის ფუნქციურობას და დაასტაბილურებს მას“ - თქვა დენ შულმანმა და აღნიშნა, რომ კომპანიამ მომსახურების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარა გლობალურ რეგულატორებთან. 

მისივე თქმით, მომავალ წელს ვაჭრებს შეეძლებათ Bitcoin-ის, როგორც საანგარიშსწორებო საშუალების მიღების შესაძლებლობა. 

ადრე დენ შულმანმა თქვა, რომ PayPal დეკემბერში უზრუნველყოფს აშშ-ის მასშტაბით კრიპტოსავალუტო სერვისებზე წვდომას, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში ისინი სხვა  ქვეყნების მომხმარებლებისთვისაც გახდებ ხელმისაწვდომი. 

შეგახსენებთ, საინვესტიციო კომპანია Pantera Capital-ის გამოთვლებით, ამჟამად PayPal-ის მომხმარებლები ყიდულობენ Bitcoins-ის დაახლოებით 70%-ს. აქტიური შესყიდვების კომბინაციაში Square-ის აპლიკაცია Cash App-ის საშუალებით ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირველი კრიპტოვალუტის დეფიციტზე და, შესაბამისად, იწვევს აქტივის ფასის ზრდას. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.