Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით ASUS-მა დაამზადა ერთდაფიანი კომპიუტერი Tinker Board 2, რომელიც ორიენტირებულია სმარტ-გაჯეტებისა და ინტერნეტ-ნივთების დეველოპერებზე. 

image.jpeg 

კომპიუტერის ზომაა მხოლოდ 85,6 × 54 მმ. საფუძვლად უდევს პროცესორი Rockchip 3399, რომელიც შეიცავს ექვს ბირთვს. ესენია: ორი ARM Cortex-A72 ტაქტის სიხშირით 2.0 გჰც და ოთხი ARM Cortex-A53 – 1.5 გჰც სიხშირით. გრაფიკის დამუშავებისთვის განკუთვნილია ამაჩქარებელი ARM Mali-T860 MP4 სიხშირით 800 მჰც. 

LPDDR4 ტიპის ოპერატიუი მეხსიერების მოცულობაა 2 ან 4 გბ. მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია microSD ბარათი, ასევე გამოვა მოდიფიკაცია Tinker Board 2S  16 გბ eMMC ფლეშ-მოდულით. 

მოწყობილობას აქვს კონტროლერი Gigabit Ethernet ქსელთან სადენიანი დაკავშირებისთვის. უსადენო კავშირზე პასუხისმგებელია ადაპტერები Wi-Fi 802.11b/g/n/ac (2,4/5 გჰც) და Bluetooth 5.0. 

image.jpeg 

გამოსახულების ეკრანზე გამოტანისთვის განკუთვნილია ინტერფეისი HDMI 2.0 4K/60р ფორმატის მხარდაჭერით. ხელმისაწვდომია სამი პორტი USB 3.2 Gen1 Type-A და ერთი პორტი USB 3.2 Gen1 Type-C. მხარდაჭერილია ინტერფეისები - GPIO, SPI, I2C, UART, PWM. 

კომპიუტერი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android-ზე. მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით უცნობია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.