Magdalena Posted November 25, 2020 Posted November 25, 2020 ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით ASUS-მა დაამზადა ერთდაფიანი კომპიუტერი Tinker Board 2, რომელიც ორიენტირებულია სმარტ-გაჯეტებისა და ინტერნეტ-ნივთების დეველოპერებზე. კომპიუტერის ზომაა მხოლოდ 85,6 × 54 მმ. საფუძვლად უდევს პროცესორი Rockchip 3399, რომელიც შეიცავს ექვს ბირთვს. ესენია: ორი ARM Cortex-A72 ტაქტის სიხშირით 2.0 გჰც და ოთხი ARM Cortex-A53 – 1.5 გჰც სიხშირით. გრაფიკის დამუშავებისთვის განკუთვნილია ამაჩქარებელი ARM Mali-T860 MP4 სიხშირით 800 მჰც. LPDDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 2 ან 4 გბ. მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია microSD ბარათი, ასევე გამოვა მოდიფიკაცია Tinker Board 2S 16 გბ eMMC ფლეშ-მოდულით. მოწყობილობას აქვს კონტროლერი Gigabit Ethernet ქსელთან სადენიანი დაკავშირებისთვის. უსადენო კავშირზე პასუხისმგებელია ადაპტერები Wi-Fi 802.11b/g/n/ac (2,4/5 გჰც) და Bluetooth 5.0. გამოსახულების ეკრანზე გამოტანისთვის განკუთვნილია ინტერფეისი HDMI 2.0 4K/60р ფორმატის მხარდაჭერით. ხელმისაწვდომია სამი პორტი USB 3.2 Gen1 Type-A და ერთი პორტი USB 3.2 Gen1 Type-C. მხარდაჭერილია ინტერფეისები - GPIO, SPI, I2C, UART, PWM. კომპიუტერი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android-ზე. მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://bit.ly/2Hvjlcj Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.