Magdalena Posted November 24, 2020 Posted November 24, 2020 ინტერნეტში ექსპერტებმა გამოაქვეყნეს დაშლილი MacBook-ის ფოტოები Apple M1 SoC-ით ARM-არქიტექტურაზე. ფოტოებზე შესაძლებელია შემჩნევა, რომ ლეპტოპი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება Intel-ის პროცესორზე არსებული წინა ვერსიისგან. შემცირებული ხმაურის დონე დაკავშირებულია ჩიპის გაუმჯობესებულ ენერგოეფექტურობასთან. იქიდან გამომდინარე, რომ MacOS-ს არ აქვს ყველა თამაშის მხარდაჭერა, MacBook-ის მფლობელები იყენებენ Rosetta 2 ან CrossOver ემულატორს მათი გაშვებისთვის. ენთუზიასტებმა ასევე შეადგინეს ცხრილი, სადაც შეაქვთ თამაშების ჩამონათვალი. ცხრილში მოცემულია პარამეტრები: შესაძლებელია თუ არა ჩართვა, რითი ხდება გაშვება (ემულატორი/MacOS), მითითებული პარამეტრები, კადრების სიხშირე, შენიშვნები (ხარვეზები/ბაგები), ლეპტოპის ვერსია, წყარო. ამჟამად მასში შედის 168 თამაში, მათაგნ 122-ის გაშვება შეუძლია MacBook-ს. 1499 აშშ დოლარის ღირებულების MacBook Pro-თი თამაშისას Among Us-ში მიიღწევა 60 კადრი 1080p გაფართოებაზე, Borderlands 3-ში კი - თითქმის 30 კადრი 1080p-ზე ნორმალურ პარამეტრებზე. Call Of Duty: Black Ops III შესაძლებელია გაეშვას 60 კადრზე სტანდარტულ პარამეტრებზე. ამგვარი შედეგები არც ისე ცუდია ულტრათხელი 13-დუიმიანი ლეპტოპისთვის. ადრე MacBook-ის მფლობელებს ჰქონდათ Windows 10-ის დაინსტალირების შესაძლებლობა BootCamp-ის საშუალებით, მაგრამ Apple M1 SoC-ზე მომუშავე ახალ ლეპტოპზე ეს შეუძლებელია. https://bit.ly/35VC5ew
მათე Posted November 24, 2020 Posted November 24, 2020 1 ხმაურის დონე იმიტომ შემცირდა რომ ფანი საერთოდ არ აქვს 2 rosetta ძალიან მაგარი რამეა. ემულატორი არაა ეგ binary translation layer-ა. პირველი ვერსია PowerPC-დან თარგმნიდა intel-ზე და ეს მეორე intel-დან თარგმნის apple silicon-ზე. ეს layer დროებითია და იდეაში იმისთვისაა რომ დეველოპერებს დრო ქონდეთ საკუთარი სოფტი native-დ გააკეთონ apple silicon-სთვის. იდეაში არც CrossOver არაა ემულატორი, compatibility layer-ა როგორც wine. სწორედ ამ უკანასკნელზეა დაფუძნებული 3 Windows 10-ს დაინსტალირებისთვის mac მზადაა და apple-ს თქმით 10 თუ არ ყენდება ახალ მაკზე ეს მომხმარებლებმა MS-ს უნდა მოთხოვონ და არა Apple-ს. ისე კი windows ARM-ზე ძაან ბანძია. ვნახოთ MS თუ გახდის ამას შესაძლებელს.
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now