Jump to content

Recommended Posts

Posted

Tesla-მ დაიწყო საფირმო USB-ბარათების გაყიდვა, რომლებიც განსაკუთრებულად ყურადღებიანმა გულშემატკივრებმა 2021 წლის Model 3-ისადმი მიძღვნილ ვიდეორგოლებში შენიშნეს. შესაძლოა, ამის მიზეზი გულშემატკივრების რჩევა იყო. მაგალითად, ჟურნალისტმა Johnna Crider-მა გადაიღო ვიდეოს სკრინშოტი და Twitter-ზე ილონ მასკს მიწერა, რომ კარგი იქნებოდა ასეთი აქსესუარების გაყიდვა Tesla-ს მაღაზიაში. 

image.jpeg 

ცოტა ხნის წინ Tesla-მ მართლაც დაიწყო თავის მაღაზიაში ორიგინალური USB-ფლეშკების გაყიდვა, რომელთა მოცულობა 128 გიგაბაიტია (ეს მოცულობა ორჯერ მეტია იმ ბარათებთან შედარებით, რომლებიც ახალი მანქანების კომპლექტაციაში შედის). აშშ-ში ფლეშ-ბარათის ფასი 35 აშშ დოლარია და მასში შედის მიწოდების საფასური. შეფუთვა, რომლითაც წარმოდგენილია ბრელოკი, გამოირჩევა განსაკუთრებული დიზაინითა და დამზადების ხარისხით. 

მსგავსი სტილის ორიგინალი ფლეშ-ბარათი გამოდის Samsung-ის ბრენდის ქვეშ და Amazon-ზე ღირს თითქმის ორჯერ იაფი - 19.99 აშშ დოლარი. თუმცა მასზე არ არის მთავარი - Tesla-ს ლოგოტიპი და ლამაზი შეფუთვა, რომელიც გადასაგდებად დასანანია. 

 

უცნობია, მართლაც შენიშნა თუ არა მარკეტინგის დეპარტამენტმა თაყვანისმცემლების მესიჯები, თუ გადაწყვეტილება წინასწარ იქნა მიღებული, თუმცა ილონ მასკი ცნობილია თავისი კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაციის უჩვეულო მიდგომით. მაგალითად, მან ცოტა ხნის წინ დაიწყო ტეკილას გაყიდვა -  ყველაფერი დაიწყო საპირველაპრილო ხუმრობით. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.