Jump to content

Recommended Posts

Posted

ევროპის ბაზარზე გამოვიდა კომპაქტური, თუმცა მძლავრი კომპიუტერი Onlogic Helix 610, რომელიც საშუალებას იძლევა გადაჭრას სხვადასხვა ამოცან ავტომატიზაციის, მანქანური ხედვის და ა.შ. სფეროებში. მოწყობილობას არ აქვს ქულერი და გათვლილია 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე. 

image.jpeg 

მოწყობილობა დამზადებულია Intel Comet Lake აპატრატულ პლატფორმაზე. კორპუსის ზომაა 303 × 65 × 210 მმ, აქვს ჭრილებიანი ზედაპირი, რომელიც რადიატორის ფუნქციას ასრულებს. კომპიუტერი მუშაობისას არანაირ ხმას არ გამოსცემს. 

მაქსიმალურ კონფიგურაციაში მოცემულია პროცესორი Core i9-10900T 10 ბირთვით (ინსტრუქციის 20 ნაკადამდე), რომელიც მუშაობს 1.9-4.6 გჰც ტაქტის სიხშირეზე. DDR4-2666 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა აღწევს 64 გბ-ს. 

image.jpeg 

კომპიუტერში ხელმისაწვდომია ოთხი დისკი: ესენია ორი M.2 2280 SSD და ორი 2.5-დუიმიანი დისკი SATA 3.0 ინტერფეისით. შესაძლებელია დაყენდეს Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, ასევე 4G/LTE მოდემი ფიჭურ ქსელებში სამუშაოდ. 

image.jpeg 

ფრონტალურ პანელზე მოცემულია ოთხი პორტი USB 3.2 Gen2, სლოტი SIM-ბარათისთვის და სტანდარტული აუდიოკონექტორი. უკანა მხარეს ხელმისაწვდომია ორ-ორი USB 3.2 Gen2 და USB 3.2 Gen1 პორტი, ორი კონექტორი ქსელის სადენისთვის (Gb LAN), აგრეთვე სამი DisplayPort მონიტორებთან დაკავშირებისთვის. 

Onlogic Helix 610-ის ფასი დაახლოებით 860 ევროდან იწყება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.