Jump to content

Recommended Posts

Posted

მომხმარებლების უმეტესობა ელოდება ახალი თაობის იაფი, მძლავრი ვიდეო დაფების გამოშვებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიდეო ბარათები 1000 აშშ დოლარად არავისთვის არის საინტერესო, მაგრამ მათ მასობრივ ხასიათზე საუბარი ნაადრევია. RTX 3060 სერიის ვიდეო დაფები აშკარად დააინტერესებს გეიმერების მნიშვნელოვან ნაწილს. 

image.png 

ამჟამად ხელმისაწვდომია რამდენიმე GeForce RTX 3060 Ti ვიდეო დაფის ჩამონათვალი. პირველ რიგში, ესენია MSI-და ASUS-ის მიერ წარმოებული დაფები: 

image.png 

image.png 

როგორც ხედავთ, ჩამონათვალი არც ისე პატარაა. გავრცელებული ინფორმაციით, RTX 3060 Ti გაყიდვაში უნდა გამოვიდეს ნოემბრის შუა რიცხვებში, მისი სარეკომენდაციო ფასი 400 აშშ დოლარი იქნება, მაგრამ მიწოდებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გაყიდვების თარიღი 2 დეკემბრამდე გადაიტანა. სავარაუდოა, რომ დაფას ექნება GA104 გრაფიკული ჩიპი, 4864 CUDA ბირთვი და 8 გბ GDDR6 ვიდეო მეხსიერება. არსებობს მოლოდინი, რომ მოგვიანებით შეიძლება ვიხილოთ RTX 3060 Ti / Super-ის ვარიანტი 12 გბ მეხსიერებით, მაგრამ ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია. 

image.png 

image.png 

ინტერნეტში გავრცელდა Inno3D-ის მიერ წარმოებული დაფების ფოტოები, რომლებიც გაყიდვაში ჯერ არ გამოსულა. ეს მოდელებია: GeForce RTX 3060 Ti iChill X3 და GeForce RTX 3060 Ti Twin X2. პირველ მათგანს ექნება გაგრილების ეფექტური სისტემა სამი ქულერით, მეორე დაფას კი - ორი ქულერი. როგორც ჩანს, მეორე მოდელი უფრო ახლოსაა ეტალონურ დიზაინთან და მისი ფასი დაახლოებით 400 აშშ დოლარი იქნება, პირველი დაფა კი უფრო მძლავრია და გააჩნია ჩქარების მაღალი პოტენციალი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.