Jump to content

Recommended Posts

Posted

Citi Securities Japan-ის ანალიტიკოსებმა ცოტა ხნის წინ საინტერესო პროგნოზი გაზიარეს. მათი თქმით, PS5 და Xbox Series X იქნება ბოლო საოჯახო კონსოლები ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. შემდეგ მათ ჩაანაცვლებს სხვადასხვა ქლაუდ-სერვისი. 

image.jpeg 

ანალიტიკოსების აზრით, ახალი თაობის კონსოლების სასიცოცხლო ციკლი დაახლოებით 6-7 წელს შეადგენს. Microsoft და Sony შეეცდებიან მაქსიმალურად გაახანგრძლივონ ეს ვადა. თუმცა საბოლოოდ, მომავალი თაობის კონსოლები ვეღარ გაუწევენ კონკურენციას ქლაუდ-სერვისებს. 

იაპონელი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კონსოლების წარმოება კვლავ გაძვირდება. PS5 და Xbox Series X-ის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში კი ისეთი სერვისები, როგორიცაა Google Stadia, Project xCloud და GeForce Now, მნიშვნელოვნად განვიარდება. მათი ტექნოლოგია გაუმჯობესდება და არსებული თამაშების ბიბლიოთეკა გაიზრდება. 

image.jpeg 

ქლაუდ-სერვისების მავარ უპირატესობად ანალიტიკოსები მიიჩნევენ დაბალი წარმადობის მობილურ პლატფორმებსა და ლეპტოპებზე პროექტების დაწყების შესაძლებლობას. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ხარისხიანი ინტერნეტ-კავშირი. 

შეჯამების სახით, ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მომხმარებლები გეიმინგისთვის უარს იტყვიან ვიწროდ სპეციალიზებულ კონსოლებზე, რადგანაც თამაშის ჩართვა შეეძლებათ ნებისმიერ მოწყობილობაზე. 

  • 3 weeks later...
Posted

ეს კლაუდ გეიმინგი რას ნიშნავს, გასაგებ ენაზე რო ახსნას ვინმემ დეტალურად, სისტემა აღარ დაგჭირდება და ისე ითამაშებ რასაც გინდა სახლიდან კარგი ინტერნეტით? და არ ექნება მნიშვნელობა რა სიმძლავრის კომპიუტერი გექნება? პროსტა თამაშს შეიძენ და სადღაც მძლავრ სისტემაზე გაეშვება და შენი მარტო ინტერნეტი მიდის? რაღაც ესე გავიგე ჩემი გაგებით :D

Posted

არის უკვე ეგეთი სერვისები, დიდი ვერაფერი ჯერჯერობით, ლაგები, მაღალი ლატენტურობა, შეკვეცილი გრაფიკა + გჭირდება სათამაშოთ მაღალსისწრაფიანი ინტერნეტი

  • Thanks 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.