Magdalena Posted November 18, 2020 Posted November 18, 2020 Citi Securities Japan-ის ანალიტიკოსებმა ცოტა ხნის წინ საინტერესო პროგნოზი გააზიარეს. მათი თქმით, PS5 და Xbox Series X იქნება ბოლო საოჯახო კონსოლები ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. შემდეგ მათ ჩაანაცვლებს სხვადასხვა ქლაუდ-სერვისი. ანალიტიკოსების აზრით, ახალი თაობის კონსოლების სასიცოცხლო ციკლი დაახლოებით 6-7 წელს შეადგენს. Microsoft და Sony შეეცდებიან მაქსიმალურად გაახანგრძლივონ ეს ვადა. თუმცა საბოლოოდ, მომავალი თაობის კონსოლები ვეღარ გაუწევენ კონკურენციას ქლაუდ-სერვისებს. იაპონელი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კონსოლების წარმოება კვლავ გაძვირდება. PS5 და Xbox Series X-ის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში კი ისეთი სერვისები, როგორიცაა Google Stadia, Project xCloud და GeForce Now, მნიშვნელოვნად განვითარდება. მათი ტექნოლოგია გაუმჯობესდება და არსებული თამაშების ბიბლიოთეკა გაიზრდება. ქლაუდ-სერვისების მთავარ უპირატესობად ანალიტიკოსები მიიჩნევენ დაბალი წარმადობის მობილურ პლატფორმებსა და ლეპტოპებზე პროექტების დაწყების შესაძლებლობას. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ხარისხიანი ინტერნეტ-კავშირი. შეჯამების სახით, ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მომხმარებლები გეიმინგისთვის უარს იტყვიან ვიწროდ სპეციალიზებულ კონსოლებზე, რადგანაც თამაშის ჩართვა შეეძლებათ ნებისმიერ მოწყობილობაზე. https://bit.ly/3kxotdi Quote
მშვილდოსანი Posted December 4, 2020 Posted December 4, 2020 ეს კლაუდ გეიმინგი რას ნიშნავს, გასაგებ ენაზე რო ახსნას ვინმემ დეტალურად, სისტემა აღარ დაგჭირდება და ისე ითამაშებ რასაც გინდა სახლიდან კარგი ინტერნეტით? და არ ექნება მნიშვნელობა რა სიმძლავრის კომპიუტერი გექნება? პროსტა თამაშს შეიძენ და სადღაც მძლავრ სისტემაზე გაეშვება და შენი მარტო ინტერნეტი მიდის? რაღაც ესე გავიგე ჩემი გაგებით Quote
George Posted December 5, 2020 Posted December 5, 2020 არის უკვე ეგეთი სერვისები, დიდი ვერაფერი ჯერჯერობით, ლაგები, მაღალი ლატენტურობა, შეკვეცილი გრაფიკა + გჭირდება სათამაშოთ მაღალსისწრაფიანი ინტერნეტი 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.