Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

2021 წლის დასაწყისში კომპანია Intel დააანონსებს მე-11 თაობის Tiger Lake-H მობილურ პროცესორებს, რომლებიც წარმადობით ზოგიერთ დესკტოპ პროცესორზე აღმატებული იქნება. 

Tiger Lake-H სერიის წარმომადგენელი გამოჩნდა UserBenchmark-ის ბაზაში სახელწოდებით "Intel 0000". პროცესორები დამზადებული იქნება 10-ნანომეტრიანი SuperFin ტექნოლოგიით Willow Cove მიკროარქიტექტურის ბაზაზე, მათ ექნებათ 8 ბირთვი Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერით, სიხშირე კი - 3.1 გჰც. მათი სიმძლავრის გათვალისწინებით, სავსებით დასაშვებია, რომ ეს პროცესორები კონკურენციას გაუწევენ Comet Lake-ს, ამასთან ამ პროცესორების სიხირე გაცილებით დაბალია ისევე, როგორც TDP-ის დონე. 

image.png 

პროცესორის გრაფიკული ბირთვი კვლავ დაფუძნებული იქნება Intel Xe არქიტექტურაზე, მაგრამ  U ვერსიისაგან განსხვავებით, Tiger Lake-H- აქვს მხოლოდ 32 ბლოკი, Tiger Lake-U- კი 96. პროცესორ ექნება მხოლოდ DDR5 ტიპის მეხსიერების მხარდაჭერა. 

ეს იქნება პირველი 10-ნანომეტრიანი ფლაგმანური მობილური პროცესორები, რომლებიც გამოყენებული იქნება გეიმინგ-ლეპტოპებში. სიმძლავრით ისინი აღმატებულნი იქნებიან APU Ryzen 4000H-ზე, თუმცა მათი გამოსვლის დროისთვის ბაზარზე გამოვა AMD Ryzen 5000H. 

კომპანიამ ადრე გამოუშვა Intel Tiger Lake-U პროცესორები, რომლებიც წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა ჰქონდათ მხოლოდ 4 ბირთვი. 

Posted

ხო რამდენიმე თვის უკან დაიდო ინფო რომ 10 ნანომეტრიანი მობილური 11 სერიის პროცესორები 4 ბირთვიანი 8 თრიდიანებით არ შემოიფარგლებიან და შემდეგი წლისთვის 8 ბირთვიანი 16 თრიდიანიც გამოვაო ნოუტბუკებისთვის, ანუ წელს 4 ბირთვიანები გამოუშვეს 10 ნანომეტრზე მობილური სერიიდან და შემდეგი წლისთვის 8 ბირთვიანიც გამოდის, თორე თავიდან ისე ჩანდა რომ მაქსიმუმ მარტო 4 ბირთვიანი გამოდიოდა მაგ სერიაში, აი დესკტოპ სეგმენტში 16 იქნება და ალბათ 24-თრიდიც დიდი-პატარა ბირთვებით ჰიბრიდი, ეგ უკვე DDR5-ზე და 12 სერიაზე მარტო ალბათ 10 ნანომეტრზე, უფრო 2022 წლის დასაწყისისთვის გამოვა ეგეთი მემგონი ან 2021 ბოლო ყველაზე ადრე

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.