Magdalena Posted November 17, 2020 Posted November 17, 2020 კომპანია SpaceX-მა წარმატებით გაუშვა რაკეტა Falcon 9 კოსმოსურ ხომალდ Dragon-ით პილოტირებული მისია Crew-1-ის ფარგლებში. საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ გაფრინდნენ ამერიკელი ასტრონავტები Michael Hopkins, Victor Glover, Shannon Walker, აგრეთვე იაპონელი ტაიკონავტი Soichi Noguchi. ფოტოს წყარო: NASA თუ არ ჩავთვლით Crew Dragon-ის სატესტო პილოტირებული ფრენებს, 16 ნოემბრის ღამის Crew-1-ის მისია გახდა ცხრა წლის მანძილზე პირველი დამოუკიდებელი პილოტირებული კოსმოსური ფრენა, რომელიც აშშ-მა განახორციელა. რაკეტის აფრენა განხორციელდა ფლორიდის შტატში არსებული კანავერალის კოსმოდრომიდან. ფოტოს წყარო: SpaceX გაშვებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ რაკეტა Falсon 9-ის მრავალჯერადი პირველი დონე წარმატებით დაეშვა SpaceX-ის მცურავ პლატფორმაზე ფლორიდის სანაპიროზე. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე რაკეტა SpaceX Crew Dragon მისია Crew-1-ის ეკიპაჟთან ერთად გაშვების დროიდან დაახლოებით 16 საათში მიაღწევს. https://bit.ly/36DxJHY
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now