Jump to content

Recommended Posts

Posted

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ მიზნად დაისახა ქვეყნის დიდ ქალაქებში საჰაერო ტაქსების სერვისის კომერციული ექსპლუატაცია 2025 წლისთვის. პირველი გამოცდის მახასიათებლებიდან გამომდინარე, ადამიანების ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული იქნება ელექტროძრავზე მომუშავე დრონები. სულ ახლახანს ერთ-ერთმა მათგანმა ჰაერში აწია 80 კგ ბრინჯი სასარგებლო ტვირთის სახით და განახორციელა შვიდწუთიანი ფრენა სეულის ცენტრალურ ნაწილში. 

image.jpeg 

ტესტირებაში მონაწილეობდა ჩინური წარმოების დრონი Ehang EH216, რომელსაც შეუძლია ორი ადამიანის ტრანსპორტირება, თუმცა ტვირთის სახით შემოწმების დროს გამოყენებულ იქნა 80-კილოგრამიანი ტომრები. ამგვარი დატვირთვით დრონმა იფრინა 7 წუთის განმავლობაში 50 მეტრ სიმაღლეზე. მფრინავი ტაქსის პირველი გამოცდა უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელდა მდინარის გასწვრივ, სადაც არ იყო შენობები და ბევრი ხალხი. 

სამომავლოდ, კორეის ხელისუფლება აპირებს გადავიდეს შიდა წარმოების საფრენი აპარატების გამოყენებაზე. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი აპარატის შექმნას 2026 წლისთვის აპირებს კომპანია Hyundai Motor, ასევე, Samsung-ის მიერ დაფუძნებულმა კორეულმა კომპანია Hanwa Systems-მა გასულ კვირაში წარადგინა მასშტაბური დრონის მოდელი ადამიანების ტრანსპორტირებისთვის. პერსონალური საფრენი აპარატის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს ამერიკულ კომპანია Overair-თან თანამშრომლობით, რომელიც ამ სფეროშია სპეციალიზებული. როგორც Hanwa Systems-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სამხრეთ კორეის დედაქალაქის აეროპორტში ორგანიზებული იქნება მსგავსი დრონებისთვის განკუთვნილი საფრენი პლატფორმა, საიდანაც განხორციელდება რეისები ქალაქის ფარგლებს გარეთ. აეროპორტიდან სეულის ცენტრალურ ნაწილამდე დაახლოებით 15 კილომეტრია, დრონების საშალებით ადამიანები უფრო მალე გადალახავენ ამ მანძილს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.