Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Axiom Space-მა, რომელიც სულ რაღაც სამი წლის წინ შეიქმნა, განაცხადა, რომ გაფორმდა პირველი სამი კონტრაქტი, რომლის ფარგლებში განხორციელდება ტურისტული ფრენები საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ კომპანია SpaceX-ის პილოტირებული კაფსულა Crew Dragon-ით. პირველი ფრენა დაგეგმილია დაახლოებით ერთი წლის შემდეგ. ხელმომწერი სამი ტურისტის ვინაობა არ ხმაურდება. ათდღიანი კოსმოსური ტურის ბილეთის ფასი აღწევს დაახლოებით 55 მლნ აშშ დოლარს. ეკიპაჟის მეოთხე წევრი იქნება NASA-ს ყოფილი ასტრონავი, რომელიც კომპანიამ ინსტრუქტორად დაიქირავა. 

image.jpeg 

კომპანია Axiom Space დააარსა NASA-ს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროგრამის ყოფილმა ხელმძღვანელმა Michael Suffredini-მ. მიმდინარე წლის იანვარში Axiom Space-მა NASA-სან გააფორმა კონტრაქტი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის განკუთვნილი კომერციული მოდულების დაპროექტებისა და დამზადების შესახებ, რომლებიც სადგურის ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ დარჩება ორბიტაზე, როგორც სავაჭრო ორბიტალური სადგურის საფუძველი. 

ამ მოვლენიდან ორი თვის შემდეგ, მარტში, Axiom Space  კონტრაქტს აფორმებს SpaceX-თან კოსმოსურ სადგურზე სამომავლოდ ტურისტების გაშვების შესახებ, რისთვისაც კომპანიამ მოისურვა პილოტირებული Crew Dragon-ის ქირაობა. პირველი ტურისტული მისიის წევრები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკვე დადგენილია, თუმცა მათი ვინაობა არ ხმაურდება. 

ჯამში, 2021 წელი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისა და მისი ეკიპაჟისთვის ტურისტული სეზონი იქნება. ამ დროისთვის სადგურის მიმართულები დაგეგმილი რუსული კომპანია Space Adventures-ის მისიაც. 

Crew Dragon-ით ტურისტების წარმატებული გაშვება დიდი ალბათბით ინტერესს გაზრდის კოსმოსური ტურიზმისადმი, თუმცა ამჟამად ამ არხის გამტარობა ძალიან მცირეა. ასევე აღსანიშნავია, რომ უახლოეს დღეებში უნდა განხორციელდეს პილოტირებული Crew Dragon-ის  პირველი რეგულარული ფრენა ოთხკაციანი ეკიპაჟით. NASA იუწყება, რომ ამინდის პროგნოზი 60%-ით ხელსაყრელია.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.