Magdalena Posted November 13, 2020 Posted November 13, 2020 კომპანია AMD-მ წარადგინა Ryzen Embedded სერიის ახალი მიკროპროცესორები - 7-ნანომეტრიანი Ryzen Embedded V2000. თავად კომპანიის შეფასებით, V2000 სერიის მიკროპროცესორები V1000 სერიის წარმომადგენლებს წარმადობის მხრივ 30%-ით აღემატება, გრაფიკის მხრივ კი - 40%-ით. პროცესორებს აქვთ 3200 მჰც სიხშირეზე მომუშავე DDR4 მეხსიერების მხარდაჭერა. ახალ სერიის მთავარი ფლაგმანია რვაბირთვიანი Ryzen Embedded V2748. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე შეგიძლიათ გაეცნოთ პროცესორების მახასიათებლებს. ახალი პროცესორები, წინა თაობის მოდელების მსგავსად, გამოყენებული იქნება Mini STX-ის ბაზაზე არსებულ კომპიუტერებში. პროცესორებს აქვთ შესაძლებლობა - დაუკავშირდნენ 4K გაფართოებისა და 60 კადრი სიხშირის მქონე ოთხ მონიტორს. AMD ამტკიცებს, რომ სიმძლავრისა და ფუნქციონალის პარალელურად პროცესორები გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი დონით და აღჭურვილნი იქნებიან AMD Memory Guard ტექნოლოგიით, რომელიც დაშიფვრის გზით მონაცემებს დაიცავს მათზე წვდომის სურვილის მქონე ჰაკერებისგან. კომპანიამ აგრეთვე განაცხადა, რომ უკვე მოლაპარაკებულია ASRock-თან, Sapphire-თან, Advantech-სა და სხვა კომპანიებთან მინი პერსონალურ კომპიუტერებში პროცესორების ინტეგრაციასთან დაკავშირებით. https://bit.ly/3ls0Kwn
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now