Jump to content

Recommended Posts

Posted

გერმანულმა მანქანათმშენებელმა კომპანია BMW-მ წარადგინა ელექტროსკუტერ Motorrad Definition CE 04-ის კონცეპტუალური ვერსია. 

image.jpeg 

კომპანიას არ გაუხმაურებია სკუტერის ტექნიკური მახასიათებლები, ასე რომ მონაცემები ძრავის სიმძლავრის, აკუმულატორის მოცულობისა და სხვა დეტალების ესახებ უცნობია. როგორც ჩანს, კომპაქტური სკუტერი გათვლილი მძღოლისა და ერთი მგზავრის ტრანსპორტირებაზე, ორიენტირებულია ქალაქის პირობებში გამოყენებაზე და არ არის განკუთვნილი შორ მანძილზე რეგულარული დამუხტვების გარეშე გადაადგილებისთვის. 

image.jpeg 

CE 04 სკუტერს თანამედროვე დიზაინი აქვს. აკუმულატორი განავსებულია იატაკის ქვეშ, რის ხარჯზე შესაძლებელი გახდა კონსტრუქციაში გამოთავისუფლებულიყო დამატებითი სივრცე რაიმეს შენახვისთვის. მაგალიად, მძღოლს შეუძლია შეინახოს დამცავი ჩაფხუტი სავარძლის ვეშ არსებულ საბარგულში. სტანდარტული მართვის პანელის ნაცვლად წარმოდგენილია დისპლეი, რაც სკუტერს უფრო ინდუსტრიალური ტრანსპორტის იერსახეს ანიჭებს. 

image.jpeg 

უნდა აღინიშნოს, რომ BMW ძალისხმევას არ იშურებს შექმნას ორადგილიანი სატრანსპორტო საშუალების სერია ელექტრო ძრავზე. მაგალითისთვის, გასულ წელს გამოვიდა Motorrad Vision DC Roadster, ელექტრო მოტოციკლის კონცეპტი, რომელსაც BMW-ს კლასიკური, ორცილინდრიანი მოტოციკლების მსგავსი საკულტო დიზაინი გააჩნია. 

image.jpeg 

CE 04 სკუტერის შექმნისას ინჟინრები ეყრდნობოდნენ 2014 წელს გამოსულ საკმაოდ პრაქტიკულ სკუტერ BMW C Evolution-ს. ამ სკუტერს გავლის მარაგის შთამბეჭდავი მაჩვენებელი (დაახლოებით 160 კმ) და სიჩქარე (130 კმ/სთ-მდე) აქვს. თუმცა მისი ფასის, 14 ათასი აშშ დოლარის გამო C Evolution-ისთვის რთულია გახდეს პოპულარობის პრეტენდენტი. 

image.jpeg 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში BMW აქტიურად მუშაობს ელექტრო ძრავის მქონე ორსაბურავიანი ტრანსპორტის განვითარებაზე. 2016 წელს კომპანიამ წარადგინა კონცეპტუალური მოტოციკლი Vision Motorrad Next 100, რომელიც სუპერგმირების შესახებ არსებული ფილმების სატრანსპორტო საშუალებას მოგვაგონებს. 2017 წელს წარადგინეს Motorrad Concept Link, რომელიც ჰგავდა C Evolution-ის უფრო ფუტურისტულ ვერსიას. ამამად წარმოდგენილი Motorrad Definition CE 04 სავსებით შეესაბამება დიზაინის ევოლუციის სამომავლო განვითარებას. 

image.jpeg 

უნდა აღინიშნოს, რომ თუკი CE 04 გამოვა კონცეპტის კატეგორიიდან და იქცევა სერიული წარმოების მოდელად, BMW-ს დიდი კონკურენცია ელის. ამჟამად ბაზარზე უკვე წარმოდგენილია დიდი რაოდენობით მსგავსი სკუტერი ელექტრო ძრავით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.