Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა Twitter-ზე დაადასტურა, რომ მისი კომპანია მუშაობს „პრინტერის“, ან როგორც თავად მასკი უწოდებს, რნმ-ის მოლეკულების სინთეზისთვის განკუთვნილი ბიორეაქტორის შექმნაზე. მოწყობილობაზე Tesla მუშაობს გასული წლიდან მოყოლებული გერმანულ კომპანია CureVac-ან ერთად. სამუშაოები დაიწყო COVID-19-ის პანდემიამდე. კომპანიებმა შეიტანეს ერთობლივი საპატენტო განაცხადი წამლებისა და ვაქცინების შექმნის შესახებ. 

image.jpeg 

CureVac-ის მოწყობილობა რნმ-ის სინთეზისთვის 

მასკმა განაცხადა, რომ მის კომპანიას არ ექნება მნიშვნელოვანი შემოსავალი ხსენებული ბიორეაქტორის წარმოებიდან, სამაგიეროდ, ამგვარი დანადგარები „მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი პროდუქტი“ გახდება. კომპანია აპირებს იზრუნოს ბიორეაქტორების გავრცელებასა და კაცობიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების და ვაქცინების გამოგონებაზე. 

image.png 

ამჟამად კომპანია CureVac იყენებს Tesla რნმ პრინტერის მეორე ვერსიას, მწარმოებელი კი მესამე ვერსიის შექმნაზე მუშაობს. გერმანიაში ვიზიტების დროს მასკი არ ივიწყებს პირადად დაკავდეს ამ პროექტებით.  

CureVac-ისა და Tesla-ს თანამშრომლობის იდეა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ვაქინების მწარმოებელი მზად არ არის გამოუშვას საწარმოო მასშტაბების ბიორეაქტორები. Tesla-ს კი გააჩნია სწრაფი ნოვაციური წარმოების დიდი გამოცდილება და მზად არის რნმ-ის „ბეჭდვისთვის“ განკუთვნლი ბიორეაქტორებით უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული და სანდო პირი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.