Jump to content

Recommended Posts

Posted

Apple-ის პრეზენტაცია დაიწყო მთავარით, რასაც კომპანიის ბევრი გულშემატკივარი ელოდა - Mac-კომპიუტერებით. პირველი წარდგენილი პროდუქტი იყო ჩიპი Apple M1. არანაირი ადაპტირებული Apple A14 Bionic. A-სერია კვლავ რჩება iPhone-სა და iPad-ს. 

image.jpeg 

Apple M1 - ეს გახლავთ 5-ნანომეტრიანი სისტემა 16 მლრდ ტრანზისტორის მქონე ჩიპზე. მასში განთავსებულია რვა CPU ბირთვი, რვა გრაფიკული ბირთვი, ასევე 16-ბირთვიანი გამომთვლელი ნეირობლოკი. CPU-ის ნაწილი შედგება ორი კლასტერისგან: ოთხი მძლავრი და ოთხი ენერგოეფექტური ბირთვისგან. გრაფიკული პროცესორი მოიცავს 128 ბლოკს, მისი წარმადობა აღწევს 2.6 Tflops-ს, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. 

image.jpeg 

გასული თაობის პროცესორების ფონზე, რომლებიც Mac-კომპიუტერებსა და MacBook-ლეპტოპებში გამოიყენებოდა, ახალ Apple M1 ჩიპს ყველაზე მაღალი წარმადობა გააჩნია მოხმარებულ ვატ ენერგიაზე - ორჯერ მეტი ძველად გამოყენებულ დესკტოპ-პროცესორებთან შედარებით. 

image.jpeg 

ასევე, ლეპტოპებსა და კომპიუტერებს, რომლებიც მუშაობენ Apple M1-ზე, ექნებათ ძილის რეჟიმში ფონური ამოცანების შესრულების შესაძლებლობა: მომხმარებელი შეძლებს დაიწყოს ფილმის ან ამაშის ჩამოტვირთვა, დახუროს ლეპტოპი, ჩამოტვირთვა კი მაინც გაგრძელდება. 

image.jpeg 

კომპანიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ასევე მონაცემთა აპარატულ შიფრირებას. პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით დეველოპერები მიიღებენ ორივე პლატფორმაზე - Apple-სა და Intel-ზე - აპლიკაციების შექმნისა და ოპტიმიზაციისთვის აუცილებელ ინსტრუმენტებს. Apple-ის პროცესორებზე აგრეთვე შესაძლებელი იქნება გაეშვას iPhone-სა და iPad-ზე შექმნილი აპლიკაციები და თამაშები. 

სამომავლოდ იგეგმება ყველა კომპიუტერისა და ლეპტოპის გადასვლა საფირმო პლატფორმაზე. პირველი მოწყობილობები Apple M1 ჩიპი ბაზაზე გახდნენ MacBook Air 2020, Mac Mini 2020 და MacBook Pro 13 Pro 2020. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.