Jump to content

Recommended Posts

Posted

ამერიკულმა სატრანსპორტო კომპანია Virgin Hyperloop-მა ჩაატარა ვაკუუმურ მატარებლის პირველი ტესტირება მგზავრებთან ერთად. 

გამოცდა განხორციელდა სპეციალურად აგებულ გვირაბში - DevLoop, რომელიც განლაგებულია ლას-ვეგასში. 

 
image.jpeg 

ვაგონის სახით გამოყენებულ იქნა ორ ადამიანზე გათვლილი სპეციალურად შექმნილი კაფსულა. ფინალურ ვერსიაში დაგეგმილია განთავსდეს 28 მგზავრი. ხსენებული გამოცდის მსვლელობისას მიღწეულ იქნა კაფსულის სიჩქარე 173 კმ/სთ-მდე, თუმცა კომპანია სამომავლოდ 1102 კმ/სთ სიქარის განვითარებას გეგმავს. 

image.jpeg 

image.jpeg 

კაფსულის პირველი მგზავრები იყვნენ კომპანიის წამყვანი კადრები, კერძოდ კი კომპანიის დირექტორი და მგზავრების მომსახურების ხარისხის დირექტორი. 

შეგახსენებთ, მსგავსი გადაადგილების იდეა წამოყენა ილონ მასკმა 2012 წელს. ტრანსპორტის ამგვარი სახეობა იქნება ყველა მატარებელზე და თვითმფრინავზე სწრაფიც კი. ამჟამად აშშ-ში ხელმისაწვდომი სამი საგამოცდო მოედანი, რომელთაც მართავს სამი კომპანია: Virgin Hyperloop, SpaceX და HyperloopTT. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია HyperloopTT-მ მოიპოვა ნებართვა ათეულობით კილომეტრის სიგრძის სატესტო გვირაბის მშენებლობაზე დუბაისა და ტუნჟეში (ჩინეთი). კომპანია Boring Company-ს კი, რომელიც ილონ მასკს ეკუთვნის, გაჰყავს გვირაბი ბალტიმორსა და ვაშინგტონს შორის. მასკის თქმით, სამომავლოდ მგზავრებს აღარ მოუწევთ მოერგონ მატარებლების განსაზღვრულ განრიგს, კაფსულები იმოძრავებს მცირე ინტერვალებით, მეტროს მსგავსად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.